5 მითი ჰიბრიდული ავტომობილების შესახებ

ჰიბრიდული ავტომობილები ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს გარშემო. ეს ტენდენცია არც საქართველოსთვისაა უცხო. ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული მანქანების უდიდეს ნაწილს სწორედ ჰიბრიდული ავტომობილები შეადგენს.

ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალურად ამომწურავი და სანდო ინფორმაცია ასეთი ტიპის ავტომობილების შესახებ. სამწუხაროდ, ამ მზარდი პოპულარობის ფონზე, არსებობს ძალიან ბევრი გავრცელებული მითი მათ შესახებ. 

ამ ბლოგში “ჰიუნდაი საქართველო” ისაუბრებს 5 ყველაზე გავრცელებულ მითზე, რომელიც ჰიბრიდულ ავტომობილებს უკავშირდება და მოგაწვდით სანდო და სრულყოფილ ინფორმაციას.

მითი #1: ჰიბრიდული მანქანები არ გამოირჩევა მაღალი ტექნიკური შესაძლებლობებით

ეს მითი ადრეული ჰიბრიდული მოდელებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ძირითადად საწვავის ეკონომიაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ თანამედროვე ჰიბრიდული ტექნოლოგია სრულად უპირისპირდება ამ მოსაზრებას. 

დღევანდელი ჰიბრიდები, განსაკუთრებით კი ისეთი მოდელები, როგორებიცაა Hyundai Tucson Hybrid ან Kona Hybrid, იყენებენ ინოვაციური ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა. 

მათი ელექტროძრავა უზრუნველყოფს მყისიერ ბრუნვას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აჩქარების დინამიკასა და მანევრირებას, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში. ბენზინისა და ელექტროძრავის კომბინაცია ოპტიმიზებულია იმგვარად, რომ მძღოლს შესთავაზოს როგორც ეფექტურობა, ისე საკმარისი სიმძლავრე. 

შეგახსენებთ, რომ “ჰიუნდაის” შოურუმში წარმოდგენილია როგორც ჰიბრიდული ავტომობილები, ისე IONIQ 5 და IONIQ 6 ელექტრომობილები

მითი #2: ჰიბრიდის ბატარეის შეცვლა ძვირია და ის ხშირადაა საჭირო

მომხმარებელთა უმეტესობას აშფოთებს მაღალი ძაბვის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა და ჩანაცვლების ფასი. თუმცა, თანამედროვე ჰიბრიდული ბატარეები შექმნილია იმგვარად, რომ ემსახუროს ავტომობილს მთელი მისი ექსპლუატაციის მანძილზე. 

მწარმოებლები, მათ შორის “ჰიუნდაი”, ამ კომპონენტებზე ხანგრძლივ გარანტიას იძლევიან, რაც მათ გამძლეობას ადასტურებს.

მითი #3: ჰიბრიდული მანქანები არ არის უსაფრთხო ავარიების დროს

არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი ძაბვის ელემენტების არსებობის გამო ჰიბრიდები ნაკლებად უსაფრთხოა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

ჰიბრიდული მანქანები გადიან ზუსტად იმავე მკაცრ უსაფრთხოების შემოწმებას, რასაც სტანდარტული, შიდა წვის ავტომობილები და ხშირად იღებენ საუკეთესო შეფასებებს (მაგალითად, Euro NCAP და IIHS-ისგან). 

ჰიბრიდის კომპონენტები, მათ შორის ბატარეა, ახალი ავტომობილების კონსტრუქციაში ისეა განთავსებული, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული შეჯახების დროს. მათ აქვთ ავტომატური გამორთვის მექანიზმები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მითი #4: ჰიბრიდები არაეფექტურია ცივ კლიმატში

ცივი ამინდი ნამდვილად მოქმედებს ბატარეის ეფექტურობაზე, მაგრამ ეს ეფექტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ხალხს ჰგონია. 

ნებისმიერი ტიპის ბატარეა (და მათ შორის, ჩვეულებრივი ბენზინის ძრავის მქონე მანქანის სტარტერის ბატარეაც) განიცდის ეფექტურობის გარკვეულ დაქვეითებას სიცივეში. თუმცა, ჰიბრიდული სისტემის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ცივ პირობებში ის მეტად ხდება დამოკიდებული ბენზინის ძრავზე, რაც ბატარეის ეფექტურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. 

მითი #5: ჰიბრიდების შეკეთება მხოლოდ სპეციალურ სერვისცენტრებს შეუძლიათ

მაღალი ძაბვის სისტემებთან მუშაობას სპეციალური კვალიფიკაცია სჭირდება, მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილის შეკეთების სერვისი (მაგალითად, ზეთის შეცვლა, სამუხრუჭე ხუნდები, საბურავები) არაფრით განსხვავდება სტანდარტული მანქანისგან. მხოლოდ სპეციფიკურ ელექტრო დანადგარებს, როგორიცაა ინვერტორი ან მაღალი ძაბვის ბატარეა, სჭირდება ავტორიზებული სერვის ცენტრების მომსახურება. 

Hyundai-ს ავტორიზებულ სერვის ცენტრი კი ნებისმიერი ავტომობილის შეკეთების სერვისს გთავაზობთ. ცენტრში ხელმისაწვდომია ძრავის შეკეთება, სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები, სავალი ნაწილების აღდგენა, მანქანის კონდიციონერის შეკეთება და მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა.  

იმისათვის, რომ ჰიბრიდული ავტომობილის შერჩევისას ინფორმირებული იყოთ, გირჩევთ ეს ინფორმაცია გაითვალისწინოთ. ჩვენს კატალოგში ამ კატეგორიაში ხელმისაწვდომია შემდეგი მოდელები: Tucson Hybrid, Tucson HEV, Kona HEV, Palisade Hybrid და Santa Fe HEV.