ავტომობილის ძრავის შეკეთება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ავტომობილის ხანგრძლივ და გამართულ მუშაობას განსაზღვრავს.
ჰიუნდაის სერვის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები ზუსტად აფასებენ ძრავის მდგომარეობას და თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად უდგებიან. იქნება ეს ავტომობილის ძრავის შეკეთება მცირე დაზიანების შემდეგ, თუ ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად სრული აღდგენა , ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ორიგინალ და მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილებს.
ძრავის შეკეთება მოიცავს:
-
- ძრავის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას;
- ზეთისა და ფილტრების ჩანაცვლებას;
- გაგრილების სისტემების გამართვას;
- დაზიანებული კბილანა ღვედის შეცვლას;
- ჯაჭვის შეცვლას, დაშლას, აწყობასა და შეკეთებას;
- ძრავის აგრეგატების შეცვლას.
მანქანის ძრავის შეკეთება ჩვენთვის არა მხოლოდ ტექნიკური სამუშაოა, არამედ მომხმარებელთან ნდობის შექმნის პროცესიც. თითოეული მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას შესრულებული სამუშაოებისა და გამოყენებული ნაწილების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს სერვის ცენტრში ხელმისაწვდომია როგორც ძრავის შეკეთება, ისე სავალი ნაწილების აღდგენა, მანქანის კონდიციონერის შეკეთება, სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები, მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა და გადაცემათა კოლოფის შეკეთება.
სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა თქვენი საკონტაქტო ინფორმაციით. ჩვენი წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.