ელექტრომობილების ინდუსტრია მსოფლიოს გარშემო წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება და ავტომობილების გლობალურ ბაზარზე ფეხს მყარად იკიდებს. ადამიანთა დიდი ნაწილი ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილებს ელექტრომობილით ანაცვლებს.
თუმცა ელექტრომობილზე გადასვლა შეიძლება რთული პროცესი იყოს, თუ მომხმარებელი სათანადოდ არ არის ინფორმირებული. ამ პროცესის გასამარტივებლად, “ჰიუნდაი საქართველო” პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ, რათა ეს პროცესი გაგიმარტივდეთ.
1. გაითვალისწინეთ რეალური გარბენი და დამმუხტველების ხელმისაწვდომობა
ელექტრომობილის შეძენამდე აუცილებლად უნდა შეაფასოთ, თუ რა მანძილის გავლა გჭირდებათ ყოველდღიურად და რამდენად ხელმისაწვდომია თქვენს ქალაქში დამმუხტველები.
ყურადღება მიაქციეთ მოდელის მიერ ერთი სრული დამუხტვით დაფარულ მანძილს. მაგალითად, Hyundai IONIQ 6-ის მსგავსი სედანი, რომელსაც შეუძლია ერთი სრული დამუხტვით 614 კილომეტრამდე მანძილის შეუჩერებლად დაფარვა, მაქსიმალურ კომფორტს გიქმნით არა მხოლოდ ქალაქში, არამედ შორ მანძილზე გადაადგილების დროსაც.
ამ მონაცემების ცოდნა დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ცხოვრების წესის შესაფერისი მოდელი შეარჩიოთ.
2. შეაფასეთ დამხმარე და უსაფრთხოების სისტემების მნიშვნელობა
ელექტრომობილები აღჭურვილია სხვადასხვა მოწინავე ტექნოლოგიებით. ამიტომ, ელექტრომობილის შეძენისას შეამოწმეთ, რამდენად ეფექტურია მძღოლის დამხმარე სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტს.
მაგალითად, Hyundai IONIQ 5-ში ინტეგრირებულია პროექციული განათება საქარე მინაზე (Head-Up Display), უხილავი ზონის ჩვენება საინფორმაციო დაფაზე და 360˚ წრიული ხედვა 4 კამერის მეშვეობით.
ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ბალიშების რაოდენობა და ფუნქციები, როგორიცაა შეჯახების აცილების დამხმარე სისტემა (FCA) და ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი.
3. ყურადღება მიაქციეთ კომფორტსა და ინტერიერს
ელექტრომობილის მართვა სასიამოვნო გამოცდილება უნდა იყოს. ამიტომ, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რამდენად მარტივად იმართება ინტერიერის მოწყობილობები. არ დაგავიწყდეთ ისეთი დეტალებიც, როგორებიცაა ელექტრონულად რეგულირებადი რელაქსაციის სავარძლები, რომლებიც უწონობის შეგრძნებას ქმნის.
IONIQ 6, მაგალითად, აღჭურვილია 12.3-დუიმიანი ციფრული დაფით და ამავე ზომის სენსორული მონიტორით, უსადენო დამტენითა და Bose-ს პრემიუმ აუდიო სისტემით. ეს ფუნქციები მგზავრობას როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის მეტად სასიამოვნოსა და კომფორტულს გახდის.
4. გაეცანით ინტერიერის მასალებს
ელექტრომობილის არჩევისას, გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ემისიების შემცირებას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა მასალებისგანაა დამზადებული ავტომობილის ინტერიერი.
Hyundai IONIQ ხაზი ამ მხრივ სანიმუშოა. IONIQ 6-ის სალონში გამოიყენება ეკოლოგიურად დამუშავებული ტყავი, გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან მიღებული ქსოვილები და სათევზაო ბადეებისგან დამზადებული ხალიჩები. ეს ფაქტორები ხაზს უსვამს მწარმოებლის მიზანს, ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას არა მხოლოდ ენერგიის მოხმარებით, არამედ წარმოების პროცესშიც.
5. ელექტრო ავტომობილის უნიკალური ფუნქციები
ელექტრომობილები გვთავაზობენ უნიკალურ ფუნქციებს, რომლებიც ბენზინის ავტომობილებს არ გააჩნიათ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია V2L (Vehicle-to-Load) ტექნოლოგია. ეს ინოვაციური ფუნქცია, რომელიც IONIQ 5-ს აქვს, საშუალებას გაძლევთ, ავტომობილის დამტენი გამოიყენოთ როგორც მძლავრი გარე წყარო ნებისმიერი ელექტრომოწყობილობის, მაგალითად, ლეპტოპის, ელექტრო ველოსიპედის ან სკუტერის დასატენად. გარე პორტიდან ენერგიის მიღება მანქანის გამორთვის დროსაც არის შესაძლებელი, რაც თქვენს ავტომობილს მობილურ ელექტროსადგურად აქცევს.
ელექტრომობილზე გადასვლა მართლაც, რომ დიდი ნაბიჯია, რომელიც საჭიროებს გააზრებულ გადაწყვეტილებას. იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველი ელექტრომობილი შეარჩიოთ, ეწვიეთ ჩვენს შოურუმებს თბილისში, რუსთავსა და ქობულეთში. შესაძლებელია ტესტ დრაივის როგორც ვებსაიტიდან წინასწარ დაჯავშნა, ისე ადგილზე მოთხოვნა.