ელექტრომობილი – Hyundai-ს ავტომობილები

ბოლო ათწლეულის მანძილზე, ელექტრო მანქანები მსოფლიოს გარშემო განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ეს გამოწვეულია როგორც ეკოლოგიურ პრობლემებზე ცნობიერების ზრდით, ისე საწვავზე ფასის მატებით. ავტომწარმოებლებმა ეს ტენდენცია გაითვალისწინეს და აქტიურად დაიწყეს მათი განვითარება. 

ჰიუნდაი საქართველოს” შოურუმში ბრენდის ყველაზე ცნობილი IONIQ 5 და IONIQ 6 ელექტრომობილებია ხელმისაწვდომი. 

IONIQ-ის ელექტრო მანქანები

ელექტრომობილი IONIQ შექმნილია მათთვის, ვისაც მდგრად განვითარებაში სურს თავისი წვლილის შეტანა. “ჰიუნდაი” ავტომობილების წარმოებისას იყენებს ისეთ ეკო-მეგობრულ მასალებს, როგორებიცაა გადამუშავებული პლასტმასის ბოთლები, სათევზაო ბადეები, ხელოვნური ტყავი და მცენარეული საღებავები. 

IONIQ 5-ისთვის მკვეთრად გამოხატული ხაზები და დეტალებია დამახასიათებელი. დიაგონალური ხაზები განსაკუთრებით იკვეთება ბამპერის დიზაინში. ელექტრომობილი აღჭურვილია 7 უსაფრთხოების ბალიშით, უსაფრთხოების სისტემა Smartsense-ითა და დისტანციური პარკირების სისტემით, რომელიც მომხმარებლის მნიშვნელოვან დროს ზოგავს პარკირებაზე. 

IONIQ 6 ელექტრო სედანია, რომლის დიზაინიც აეროდინამიკურ ფორმებზეა ორიენტირებული. IONIQ 6-ის Smart მოდელის სიმძლავრე 151 ცხენის ძალაა, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 250 ნმ. Long Range მოდელის სიმძლავრე 229 ცხენის ძალაა, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი – 350 ნმ. IONIQ 6 მსგავსად IONIQ 5-ისა აღჭურვილია უსაფრთხოების Smartsense სისტემითა და 7 უსაფრთხოების ბალიშით. 

IONIQ ხაზის ელექტრომობილები

2016 წელს პირველად შევქმენით IONIQ მოდელების ხაზი, ეს იყო პირველი საავტომობილო ხაზი მსოფლიოში, რომელიც შედგებოდა ჰიბრიდული, დატენვადი და ელექტრო ვერსიებისგან. დღეს, მოდელების ეს ხაზი საუკეთესოდ ასახავს ჩვენს სწრაფვას მდგრადი განვითარებისა და ეკო-მეგობრული გადაადგილების საშუალებების შექმნისკენ.

ელექტრომობილები – რა უპირატესობები აქვს მის შეძენას?

ელექტრომობილებს უამრავი უპირატესობა აქვს ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით:

  • ეკონომიურობა: ელექტრომობილი გამორიცხავს საწვავის საჭიროებას, რაც ავტომობილის საექსპლუატაციო ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ელექტრო ავტომობილების პოპულარობის; 
  • გარემოს დაცვა: ელექტრომობილები ნულოვანი გამონაბოლქვით გამოირჩევიან, რაც აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და ამცირებს დაბინძურებას; 
  • მშვიდი მგზავრობა: ელექტრო მანქანები ნაკლებად ხმაურიანია, ვიდრე შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები. ეს კი დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის; 
  • შემცირებული მოვლა: ელექტრომობილებს გაცილებით ნაკლები მოძრავი ნაწილი აქვთ, ვიდრე ბენზინის ძრავებს, რაც ტექნიკური მომსახურების საჭიროებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს შოურუმში, ელექტრო მანქანებთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ ბრენდის ჰიბრიდული ავტომობილები.

რა მანძილს გადის ელექტრომობილი ერთი დამუხტვის შემდეგ?

ის, თუ რა მანძილს გაივლის ელექტრომობილი ერთი დამუხტვით, ხშირად დამოკიდებულია ავტომობილის მოდელსა და დამუხტვის სიმძლავრეზე. 

IONIQ 6-ის Smart მოდელი ერთი დამუხტვის შემდეგ 429 კმ-ს გადის შეუჩერებლად, Long Range კი – 614 კმ-ს. 

IONIQ 5-ის Smart მოდელი 384 კმ-ს გადის ერთი დამუხტვის შემდგომ, Long Range და Long Range + კი – 507 კმ-ს. 

რამდენ ხანს უნდა დავმუხტოთ ელექტრო მანქანა?

ელექტრომობილის დამუხტვის დრო დამოკიდებულია დამუხტვის სიმძლავრეზე. 

მაგ.: თუ IONIQ 5-ის Smart მოდელს 7,2 კვტ სიმძლავრით დამუხტავთ – 8,5 სთ დაგჭირდებათ სრულად დამუხტვისთვის, თუ 11კვტ-ით დამუხტავთ –  დაახლ. 5,5 სთ, ხოლო თუ სწრაფი დამუხტვით ისარგებლებთ (50 კვტ) – მხოლოდ 47 წუთი დაგჭირდებათ. 

“ჰიუნდაის” ელექტრომობილების შესარჩევად შეგიძლიათ გვეწვიოთ ბრენდის შოურუმში. შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ სრულიად უფასო ტესტ დრაივით.