ავტომობილის შეძენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ავტომობილის შეძენა ბრენდის ოფიციალურ ცენტრში ხდება.
თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი მომხმარებელი ავტომობილის ტესტ-დრაივით მაინც არ არის დაინტერესებული.
ცხადია, ავტომობილის დათვალიერებისა და მასში ჩაჯდომის საშუალება მომხმარებელს შოურუმშივე აქვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის რამდენიმეწუთიანი სატესტო დრაივი, რომელიც მყიდველს საშუალებას აძლევს სრულად აღიქვას, თუ როგორი შეგრძნებაა კონკრეტული ავტომობილის მართვა.
სწორედ ამიტომ, “ჰიუნდაი საქართველო” ამ სტატიაში 5 მიზეზს განიხილავს, თუ რატომ არის ტესტ-დრაივი აუცილებელი ნაბიჯი ავტომობილის შეძენის პროცესში.
1. კომფორტი და ერგონომიკა
პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. ის, რაც ერთი ადამიანისთვის კომფორტულია, მეორისთვის შეიძლება დისკომფორტის გამომწვევი იყოს.
როდესაც საჭესთან დაჯდები, მაშინვე იგრძნობ არის თუ არა შენთვის კონკრეტული ავტომობილი კომფორტული. სალონის სივრცე, სავარძლის რეგულირება და მანძილი საჭესთან – ყველაფერი ეს უნდა იყოს იდეალურად მორგებული შენს სხეულზე ავტომობილის მართვისას. ტესტ-დრაივამდე კი ამის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია.
ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკანა და გვერდითი სარკეების მდებარეობის შემოწმება ავტომობილის მართვისას, ეს ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენენ უსაფრთხოებაზე.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დისკომფორტი, რომელიც ავტომობილის მართვისას შეიძლება შეგექმნათ არის ხმაური სალონში. თუ ავტომობილს ტესტ დრაივზე არ წაიყვანთ, ვერ დარწმუნდებით იმაში, რომ ავტომობილი აღჭურვილია იდეალური ხმის იზოლაციით და თქვენთვის მისი მართვა კომფორტული იქნება.
2. მართვის რეალური გამოცდილება – თეორია vs. პრაქტიკა
ქაღალდზე მოცემული ტექნიკური მახასიათებლები ერთი საკითხია, თუმცა მართვის რეალური გამოცდილება – სხვა. მანქანის შერჩევისას კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, თუ როგორ გადის ავტომობილი არაერთგვაროვან ზედაპირს. ამ ფაქტორზე აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება, თუ მთაში ავტომობილით მოგზაურობას ხშირად აპირებთ.
ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ რეაგირებს ავტომობილი აჩქარებაზე და აღმართზე როგორ იწყებს მოძრაობას.ამასთან ერთად, უნდა შეაფასოთ საჭე თქვენთვის მარტივად სამართავია თუ არა – ზედმეტად მძიმე ხომ არ არის ის.
ეს ყველაფერი კი მხოლოდ პრაქტიკულად შეიძლება შემოწმდეს.
3. ელექტრონული მოწყობილობები
თანამედროვე ავტომობილებში უამრავი ელექტრონული მოწყობილობა მუშაობს, თუმცა მათი გამოყენება რამდენად მოსახერხებელია მართვის პარალელურად, ამის განსაზღვრა მხოლოდ ტესტ-დრაივითაა შესაძლებელი.
უნდა განსაზღვროთ არის თუ არა სისტემები ინტუიტიურად მართვადი. მაგალითად, ეკრანი რამდენად კარგადაა ხილვადი მზის სხივებში. აკმაყოფილებს თუ არა ის თქვენს მოთხოვნებს.
დარწმუნდით, რომ კონდიციონერი და გამათბობელი სწრაფად მუშაობს და მათი მართვა მოსახერხებელია.
ტესტ-დრაივი შესაძლებლობას გაძლევთ გამოსცადოთ უსაფრთხოების ფუნქციონალიც.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრომობილის შემთხვევაში. ელექტრონული ავტომობილები თავიდან ბოლომდე ელექტროენერგიაზე მუშაობენ, მათი წინასწარი ტესტინგი კი აუცილებელია.
4. პრაქტიკული ასპექტები და ყოველდღიური გამოყენება
ავტომობილი უბრალოდ ტრანსპორტის საშუალება არ არის – ეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისეთ პრაქტიკულ საკითხებზეც იფიქროთ, როგორიცაა საბარგულის მოცულობა და ფორმა. ასევე მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრაც იკეცება თუ არა სავარძელი, რამდენად მოსახერხებელია ავტომობილში შესვლა და გამოსვლა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვბის ან მათთვისაც, ვისაც ბავშვები ჰყავს.
ამის რეალურად აღქმაში კი ტესტ დრაივი საუკეთესოდ დაგეხმარებათ.
5. ფსიქოლოგიური ფაქტორი
ბოლო ფაქტორი კი ადამიანის ემოციებზე გადის. ავტომობილი მხოლოდ ტექნიკა არ არის. ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და პირდაპირ განაპირობებს ჩვენ ყოველდღიურ გამოცდილებებს. ის ასევე საშუალებას გვაძლევს საუკეთესო მოგონებები შევქმნათ.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ავტომობილის მართვისას მაქსიმალურად კომფორტულად, მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობდეთ თავს.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ავტომობილის ტესტ-დრაივზე წაყვანა აუცილებელია მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.
ტესტ-დრაივი ჰიუნდაის ცენტრში ჩვენი ვებსაიტიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ან ადგილზე მოითხოვოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილის შეძენისას.