5 ნიშანი იმისა, რომ მანქანის კონდიციონერი შეკეთებას საჭიროებს

მანქანის კონდიციონერი მძღოლისა და მგზავრების კომფორტის გარანტია როგორც მწველ ზაფხულში, ისე ცივ ზამთარში. მანქანის უსაფრთხო მართვისთვის გადამწყვეტია კონდიციონერის გამართულობა. 

მანქანის კონდიციონერის შეკეთება ჰიუნდაის სერვის ცენტრში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებითაა შესაძლებელი. ჩვენი ისინი დიაგნოსტიკასა და შეკეთებას უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ. 

ამ ბლოგში, “ჰიუნდაი საქართველო” გთავაზობთ 5 მთავარ ნიშანს, რომელიც მანქანის კონდიციონერის პრობლემებზე მიანიშნებს. ამ ნიშნებს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და მანქანა სპეციალისტთან მალევე მიიყვანოთ. 

1. გაგრილების ან გათბობის შესუსტება

ეს დაზიანების ყველაზე აშკარა ნიშანია. თუ კონდიციონერი ვეღარ უზრუნველყოფს სალონში ადეკვატურ სიგრილეს ზაფხულში ან სითბოს ზამთარში, შესაძლოა, პრობლემა იყოს ფრეონის ნაკლებობა (გაჟონვის გამო) ან კომპრესორის არასათანადო მუშაობა.

2. უსიამოვნო სუნი სალონში

თუ კონდიციონერის ჩართვისას სალონში ჩნდება ნესტის ან ობი სუნი, ეს მიუთითებს სისტემაში ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების დაგროვებაზე. ასეთ დროს აუცილებელია მანქანის კონდიციონერის გაწმენდა ბაქტერიებისგან სპეციალური საშუალებებით.

3. უჩვეულო ხმაურები

კომპრესორის ჩართვისას ძრავის განყოფილებიდან წამოსული უცხო ხმები (კაკუნი, წრიპინი) ხშირად მიუთითებს კომპრესორის ხვიის, მაგნიტის ან სხვა შიდა მექანიზმების დაზიანებაზე. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება დიაგნოსტიკა და შესაძლოა, კომპრესორის შეცვლაც.

4. წყლის გაჟონვა სალონში

თუ შენიშნეთ წყლის წვეთები ან დაგუბება სალონში, ეს შეიძლება იყოს გათბობის ან კონდენსატის რადიატორის მილის დაზიანების ნიშანი. 

5. ხშირი გამორთვა ან არასტაბილური მუშაობა

თუ სისტემა მუშაობს წყვეტებით, თავისით ითიშება ან წნევის მაჩვენებელი არასტაბილურია, სასწრაფოდ გესაჭიროებათ კონდიციონერის სისტემის სრული დიაგნოსტიკა და ჰერმეტულობის შემოწმება გაჟონვის აღმოსაჩენად.

ჰიუნდაის სერვის ცენტრი – თქვენი კონდიციონერის პროფესიონალი

ჰიუნდაის სერვის ცენტრი გთავაზობთ მანქანის კონდიციონერის შეკეთებას თანამედროვე დიაგნოსტიკის აპარატურითა და გამოცდილი სპეციალისტების ჩართულობით. ჩვენი სერვისი მოიცავს: ფრეონის შევსებას, კომპრესორის შეკეთებას/შეცვლას, სისტემის ბაქტერიებისგან გაწმენდას და სხვა.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან შედეგს და შესრულებულ სამუშაოზე სრულ გარანტიას გთავაზობთ.

სერვისის მისაღებად შეავსეთ ფორმა თქვენი საკონტაქტო ინფორმაციით და ჩვენი სპეციალისტი მალევე დაგიკავშირდებათ!