ძრავის პრობლემები – როგორ ამოვიცნოთ დაზიანება დროულად?

მძღოლების დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო, ხშირად უგულებელყოფს იმ ადრეულ ნიშნებს, რომლებიც ძრავის დაზიანებაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ავტომობილები ხშირად წყვეტს მუშაობას შუა გზაზე. 

ამ ბლოგპოსტში კი “ჰიუნდაი საქართველო” ძრავის დაზიანების ყველაზე გავრცელებულ ნიშნებზე ისაუბრებს, რომლებიც ძრავის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. 

1. ცილინდრის დაზიანება

ძრავის დაზიანების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანი ცილინდრის დაზიანებაა. თუ ავტომობილი მართვის დროს იწყებს ყანყალს, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ძრავის წვის პროცესში რაღაც პრობლემაა. 

როდესაც ერთ ან მეტ ცილინდრში საწვავისა და ჰაერის ნაზავი სწორად ვერ ინთება, ძრავი სიმძლავრეს კარგავს, რამაც შესაძლოა საწვავის ეფექტურობის შემცირება და ძრავის სხვა კომპონენტების დაზიანება გამოიწვიოს.

ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც მარტივი (გაცვეთილი სანთლები ან ანთების სისტემის გაუმართაობა), ისე რთული დაზიანება (დაბალი კომპრესია, გაჟონვა). ამ პრობლემის იგნორირება კი ნამდვილად სარისკოა. თუ შეამჩნევთ სიმძლავრის შემცირებას, უცნაურ ვიბრაციას ან კაკუნის ხმებს, აუცილებლად მიაკითხეთ სპეციალისტს. 

შეგახსენებთ, რომ ძრავის შეკეთება და სრული დიაგნოსტიკა ჩვენს სერვის ცენტრშია ხელმისაწვდომი. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თქვენი ავტომობილის ძრავს მარტივად და სწრაფად შეაკეთებენ. 

2. კატალიზატორის სისტემის ეფექტურობის დაქვეითება

თუ თქვენი მანქანის გამონაბოლქვს უცნაური სუნი აქვს და სიჩქარის მატება რთულდება, ეს შესაძლოა კატალიზატორის პრობლემის ნიშანი იყოს. კოდი P420 იმაზე მიუთითებს, რომ კატალიზატორი ვეღარ ასუფთავებს გამონაბოლქვ აირებს ეფექტურად. 

ეს ზოგჯერ შესაძლოა სხვა დაზიანებებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, ჟანგბადის სენსორების ან საწვავის სისტემის გაუმართაობით. თუ ამ ნიშნებს უყურადღებოდ დატოვებთ, შეიძლება ძრავი ზედმეტად გახურდეს. 

3. გამონაბოლქვის კონტროლის სისტემის გაუმართაობა

თუ მანქანიდან გამომავალ ბენზინის სუნს გრძნობთ, თუმცა გაჟონვას ვიზუალურად ვერ აფიქსირებთ, ეს შეიძლება გამონაბოლქვის კონტროლის სისტემის გაუმართაობის ნიშანი იყოს. 

ეს სისტემა აგროვებს საწვავის ორთქლს და აფერხებს მის ატმოსფეროში გაფანტვას. მისი გაუმართაობისას შეიძლება შენიშნოთ „Check Engine“ ნათურის ანთება და საწვავის სუნი.

ამ პრობლემის მიზეზი, შესაძლოა, უბრალოდ, საწვავის ავზის სახურავი იყოს, თუმცა, შეიძლება ისეთი სერიოზული პრობლემებსაც ჰქონდეს ადგილი, როგორებიცაა დახშული EVAP ფილტრი, სარქველები ან დაზიანებული მილები. 

4. ძრავის გაგრილების სენსორის გაუმართაობა

თუ ტემპერატურის მაჩვენებელი სწრაფად მატულობს და ძრავი მოულოდნელად ხურდება, ეს შეიძლება ძრავის გაგრილების ტემპერატურის სენსორის გაუმართაობაზე მიუთითებდეს. 

პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანებული სენსორი, კოროზირებული გაყვანილობა ან გაგრილების სისტემის სრული გაუმართაობა. ამ პრობლემის იგნორირებამ შეიძლება გამოიწვიოს ძრავის გადახურება და მასთან დაკავშირებული სერიოზული დაზიანებები.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს სერვის ცენტრში ხელმისაწვდომია როგორც ძრავის შეკეთება, ისე სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები, მანქანის კონდიციონერის შეკეთება, სავალი ნაწილების აღდგენა, გადაცემათა კოლოფის შეკეთება და მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა. 

5. თერმოსტატის გაუმართაობა

თუ ძრავი დიდხანს ხურდება, ავტომობილი მეტ საწვავს მოიხმარს და სიმძლავრე შეგიმცირდათ, ეს შესაძლოა თერმოსტატის გაუმართაობაზე მიუთითებდეს. თერმოსტატის მოვალეობაა გაგრილების სითხის ნაკადის რეგულირება, რაც ძრავს საშუალებას აძლევს, ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურდეს. თუ ის ღია პოზიციაში გაიჭედება, გამაგრილებელი სითხე უწყვეტად დაიწყებს ცირკულირებს, რაც ძრავის გახურებას შეუშლის ხელს.

ამ პრობლემის იგნორირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძრავში ნახშირბადის დაგროვება და გრძელვადიან პერსპექტივაში, კრიტიკული კომპონენტების დაზიანება. 

საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია – თერმოსტატის შეცვლა სრულიად საკმარისია. ეს გაგრილების სისტემის ბევრად უფრო დიდ პრობლემებს აგარიდებთ. 

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშნებიდან რომელიმე თქვენს მანქანაზე შენიშნეთ, ნუ დააყოვნებთ. მიმართეთ პროფესიონალს, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და თავიდან აიცილოთ როგორც დიდი ხარჯი, ისე უსაფრთხოების რისკები.