როგორ ამოვიცნოთ გადაცემათა კოლოფის პრობლემები?

გადაცემათა კოლოფი ავტომობილის ძრავიდან მიღებულ ენერგიას საბურავებს გადასცემს და მანქანის სისწრაფეს აკონტროლებს. ის ასევე პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა ძალით მოძრაობს ავტომობილი. 

კოლოფის ნებისმიერმა უმნიშვნელო პრობლემამაც კი შეიძლება სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დროულად ამოიცნოთ გაუმართაობის ნიშნები.

ჰიუნდაის სერვის ცენტრში გადაცემათა კოლოფის შეკეთება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებითაა შესაძლებელი. ისინი გადაცემათა კოლოფის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას უახლესი აპარატურის გამოყენებით უზრუნველყოფენ. 

ამ ბლოგში კი გთავაზობთ რამდენიმე ძირითად სიმპტომს, რომელიც მიანიშნებს, რომ გადაცემათა კოლოფის შეკეთება გესაჭიროებათ. 

1. ხმაური მართვის დროს

ეს პრობლემა ხშირად უჩვეულო ხმაურით იწყება. თუ შეამჩნევთ ჩხარუნს ან წუილს მოძრაობისას, ეს მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი ნიშანია. ხმაური შეიძლება გამოწვეული იყოს ფრიქციონების ცვეთით, დაზიანებული კბილანებით ან ზეთის დონის კრიტიკული დაცემით, რაც იწვევს კომპონენტების უშუალო ხახუნს. მსგავსი ხმები განსაკუთრებით საყურადღებოა, ინტენსიურისიჩქარის აკრეფის დროს ან ავტომობილის ნეიტრალურ პოზიციაზე დგომისას.

2. სიჩქარის გაჭედვა ან გვიან გადართვა

გადაცემათა კოლოფი ზუსტად და სწრაფად უნდა მუშაობდეს. თუ ავტომატური კოლოფი სიჩქარეს აგვიანებს, “ფიქრობს” გადართვის წინ, ან უეცრად და მკვეთრად რთავს, ეს პრობლემაზე მიანიშნებს. 

3. ზეთის გაჟონვა ან დამწვარი ზეთის სუნი

კოლოფიდან ზეთის გაჟონვა არასოდეს არის ნორმალური და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. ასევე, თუ მგზავრობისას სალონში შემოდის დამწვარი ზეთის მკვეთრი სუნი, ეს ხშირად მიუთითებს კოლოფის ძლიერ გადახურებაზე, რაც გამოწვეულია ზეთის ნაკლებობით ან შიდა ხახუნის მომატებით.

4. ავტომობილის უეცარი ვიბრაცია

ძლიერი ვიბრაცია ან რყევა, რომელიც იგრძნობა სიჩქარის მომატებისას ან შემცირებისას, შეიძლება მიუთითებდეს რამდენიმე პრობლემაზე, რომელიც კოლოფს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს გამოწვეულიდაზიანებით, ლილვების დისბალანსით ან კოლოფის შიგნით არსებული სერიოზული მექანიკური გაუმართაობით. ვიბრაცია ამცირებს ავტომობილის კონტროლს და აზიანებს სხვა კომპონენტებს. 

ჰიუნდაის სერვის ცენტრი – რას გთავაზობთ ჩვენ? 

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმეს მაინც შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ჰიუნდაის სერვის ცენტრი გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს დეტალურ დიაგნოსტიკას უახლესი აპარატურით, ზეთის შეცვლას აპარატით (სისტემის გამორეცხვის ჩათვლით), კომპონენტების შეცვლას და კოლოფის სრულყოფილ რემონტს.

სერვისის მისაღებად შეავსეთ ფორმა თქვენი საკონტაქტო ინფორმაციით და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ავტომობილის სავალი ნაწილი მუშაობდეს სუფთად, ზუსტად და საიმედოდ.