სავალი ნაწილების გაუმართაობის 5 ნიშანი – „ჰიუნდაი“ გირჩევთ

ავტომობილის სავალი ნაწილები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას, კომფორტსა და ავტომობილის მართვადობას. 

გზის ხარისხის გათვალისწინებით, სავალი ნაწილები დროთა განმავლობაში ცვდება. ჰიუნდაის სერვის ცენტრის მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მძღოლები ხშირად აიგნორებენ მცირე სიგნალებს, რომლებიც, საბოლოო ჯამსი სავალი ნაწილების სერიოზულ დაზიანებას იწვევს. 

თუ გსურთ თავიდან აიცილოთ სერიოზული დაზიანებები და შეინარჩუნოთ თქვენი ავტომობილის ოპტიმალური მდგომარეობა, ყურადღება მიაქციეთ ამ 5 მთავარ ნიშანს, რომელიც სავალი ნაწილების გაუმართაობაზე მიუთითებს.

1. უჩვეულო ხმაური 

ყველაზე გავრცელებული და მარტივად იდენტიფიცირებადი უცნაური ხმაურია. თუ უსწორმასწორო გზებზე ან ორმოებში გავლისას ისმის კაკუნის ხმა, ეს ხშირად მიუთითებს დაზიანებულ ამორტიზატორზე, გაცვეთილ რეზინის ბუჩქებზე ან გაფუჭებულ ბურთულა საყრდენზე. გარდა ამისა, თუ საჭის მოხვევისას მკვეთრი ჭრიალის უცნაური ხმა გესმით, ეს ხშირად მიუთითებს საჭის გამწევებისა და სტაბილიზატორის ღეროების პრობლემებზე. 

2. ავტომობილის მოცურება ან რხევა

სავალი ნაწილების მთავარი ფუნქციაა ავტომობილის სტაბილურობის შენარჩუნება. თუ თქვენი მანქანა მოძრაობისას ხშირად ცურდება, მოსახვევებში ზედმეტად ირხევა, ან ორმოზე გადავლის შემდეგ დიდხანს გრძელდება მისი რხევა, ეს თითქმის გარანტირებულად მიუთითებს ამორტიზატორების ან ზამბარების პრობლემაზე. 

3. საბურავების არათანაბარი ცვეთა

საბურავების ცვეთა სავალი ნაწილების მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მაჩვენებელია. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი საბურავები ცვდება არათანაბრად – მაგალითად, მხოლოდ გარე ან შიდა მხარე გაცვდა, ან ცვეთა ტალღისებურ ხასიათს ატარებს – ეს ცხადი სიგნალია იმისა, რომ თვლების შეწყობის კუთხეები დარღვეულია. 

ასეთი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში უკავშირდება დაზიანებულ ამორტიზატორს, ბერკეტებს ან ბურთულა საყრდენებს. ასეთ შემთხვევაში სავალი ნაწილების აღდგენის სერვისი დაგჭირდებათ, რათა თავიდან აიცილოთ საბურავების ნაადრევი ცვეთა.

4. საჭის მართვის გაუარესება

სავალი ნაწილების დაზიანება პირდაპირ აისახება საჭის მართვის სისტემაზე. თუ საჭე „მძიმდება“, გიწევთ მეტი ძალის დატანება მოსახვევებში, ან სწორ გზაზე მოძრაობისას ავტომობილი თავისით იხრება მარჯვნივ ან მარცხნივ, ეს მიუთითებს სავალი ნაწილების პრობლემაზე. 

ასევე, თუ მაღალ სიჩქარეზე საჭის ძლიერი ვიბრაცია იგრძნობა, ეს შეიძლება იყოს ნიშანი დაზიანებული საჭის გამწევის ან თვლების არასწორი შეწყობის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ავტომობილის კონტროლს.

5. ამორტიზატორიდან ზეთის გაჟონვა

ამორტიზატორი ჰიდრავლიკური მოწყობილობაა, რომელიც სავალი ნაწილების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. თუ ამორტიზატორის კორპუსზე ხედავთ ზეთის კვალს ან გაჟონვას, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჰერმეტულობა დარღვეულია და შიდა ზეთი გამოედინება. 

ასეთ შემთხვევაში, ამორტიზატორი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას – ის ვეღარ აკონტროლებს ზამბარის რხევას და საჭიროებს სასწრაფო შეცვლას. დაზიანებული, ზეთგაჟონილი ამორტიზატორი პირდაპირ საფრთხეს უქმნის მძღოლისა და მგზავრობის უსაფრთხოებას.

ამ პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად დაგჭირდებათ პროფესიონალის კონსულტაცია. 

შეგახსენებთ, რომ “ჰიუნდაი საქართველოს” სერვის ცენტრი გთავაზობთ როგორც სავალი ნაწილების აღდგენას, ისე ძრავის შეკეთებას, მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკას, სამღებრო სამუშაოებსა და მანქანის კონდიციონერის შეკეთებას. 

გვეწვიეთ თბილისში, რუსთავსა და ბათუმში როგორც ავტოსერვისის მისაღებად, ისე სასურველი ავტომობილის ტესტ-დრაივისთვის!