კომპაქტური, მაღალი გამავლობის ავტომობილების სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, ჰიუნდაი ტუსანი, 2025 წელს განახლებული დიზაინითა და გაუმჯობესებული ფუნქციონალით წარდგა ბაზარზე.
განახლებული Hyundai Tucson Facelift არა მხოლოდ მიმზიდველი ვიზუალით, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სისტემებითაც გამოირჩევა.
მოდელი განსაკუთრებით მიმზიდველია ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ კომფორტულ, ეკონომიურ და უსაფრთხო თანამედროვე ავტომობილს.
ამ ბლოგში კი ჰიუნდაი საქართველო მის ტექნიკურ მონაცემებსა და უპირატესობებზე ისაუბრებს.
Tucson Facelift-ის ტექნიკური მონაცემები
მოდელი აღჭურვილია 2-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 156 ცხენის ძალას და 192 ნმ ბრუნვის მომენტს ავითარებს. ეს კი იდეალურია როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ გადაადგილებისთვის. ის წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ისე ჰიბრიდის ძრავით.
ეს საკმარისი ძალაა როგორც ქალაქში მოძრაობისთვის, ისე გზისა თუ მთიანი რეგიონების გავლისთვისაც.
ჰიუნდაის ცენტრში წამოდგენილია სხვადასხვა ტექნიკური მონაცემების როგორც Comfort, ისე Trend, Prestige, Style და Prime მოდელები.
Prestige მოდელის სალონი სრულიად ტყავისაა, Trend მოდელის სალონი არის შერეული მასალისგან დამზადებული (ტყავი და ნაჭერი), Comfort მოდელების სალონი კი სრულად ნაჭრისაა.
Prestige მოდელი ასევე გამოირჩევა ზოლში მოძრაობისა და მიყოლის დამხმარე სისტემით, შეჯახების აცილების დამხმარე სისტემით. მოდელი ასევე გთავაზობთ პანორამულ სახურავს, სავარძლების გაგრილება-გათბობის ფუნქციონალსა და Bose-ს აუდიოსისტემას.
მოდელის შეძენის ერთ-ერთი უპირატესობაა 5-წლიანი ქარხნული გარანტია სტანდარტულ ძრავზე.
როგორ შევარჩიოთ Tucson FL?
განსხვავებული კომპლექტაციებიდან არჩევანი თქვენი პრიორიტეტების მიხედვით უნდა განისაზღვროს. თითოეული კომპლექტაცია ორიენტირებულია განსხვავებულ საჭიროებებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილის შეძენისას:
ბიუჯეტურობა – თუ თქვენთვის ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ჰიუნდაი საქართველო გირჩევთ, Comfort კომპლექტაცია აირჩიოთ, რომელიცბიუჯეტურ ფასსა და ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას გთავაზობთ. მოდელი მოიცავს კრუიზ კონტროლს, LED ფარებს, უკანა კამერასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს;
დიზაინი და სტილი – განახლებული Tucson Facelift-ის ყველა კომპლექტაციის დიზაინი დახვეწილი, თუ თქვენთვის განსაკუთრებით დახვეწილი დიზაინია პრიორიტეტი, გირჩევთ Prestige მოდელი აირჩიოთ, რომლის სალონი სრულიად ტყავის მასალით არის შექმნილი. ეს კომპლექტაცია ელეგანტურ გარეგნობასა და პრემიუმ ინტერიერს გთავაზობთ;
ტექნოლოგიური ინოვაციები – Prestige კომპლექტაცია მოიცავს თითის ანაბეჭდის სენსორს და Digital Key 2 Premium სისტემას. ასევე დისტანციურ სმარტ პარკინგ ასისტენტს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ავტომობილი მასში ჩაჯდომის გარეშე დააყენოთ სასურველ ადგილას. იმავე ფუნქცინალს გთავაზობთ Style და Prime კომპლექტაციები.
როგორც ბლოგპოსტში აღვნიშნეთ, Hyundai Tucson Facelift მაღალი გამავლობის ახალი ავტომობილების კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული მოდელია, რომელიც ელეგანტურ სტილს, საიმედო ტექნიკურ მონაცემებსა და მაღალტექნოლოგიურ ფუნქციონალს აერთიანებს.
მოდელის შესარჩევად და ტესტ დრაივისთვის ეწვიეთ ჰიუნდაი საქართველოს.