- Hyundai Motor-ის პროდუქტები City Pod და Urban Pod საუკეთესო დიზაინის მქონე პროდუქტებად დასახელდა.
- კონცეფცია Nano Mobility-მ გაიმარჯვა ნომინაციაში ,,ველოსიპედები და ერთკაციანი სატრანსპორტო საშუალებები”.
- რობოტიკის ლაბორატორიის ავტომატურმა დამტენი მოწყობილობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემაზეა დაფუძნებული საუკეთესო პროდუქტად დასახელდა მომსახურების სფეროში.
სეული, 2025 წლის 21 ივლისი – Hyundai Motor Company-მ და Hyundai Motor Group-ის რობოტიკის ლაბორატორიამ დაჯილდოება Red Dot Award-ის რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.
City Pod-ი და Urban Pod-ი საუკეთესო დიზაინის მქონე პროდუქტებად დასახელდა.

City Pod – ინოვაციური გადამზიდი მოწყობილობაა, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებითა და პროგრამული უზრუნველყოფით გამოირჩევა. იგი აღჭურვილია ლოგისტიკური კლასიფიკაციის ავტომატური სისტემით, რომელიც შეუფერხებლად ფუნქციონირებს სამუშაო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. გადამზიდი მოწყობილობა აღჭურვილია წყალბადის ძრავით და განკუთვნილია სხვადასხვა გამოყენებისთვის, როგორიცაა ლოგისტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საწარმოო ნედლეულის და ნარჩენების მართვა და ა.შ
Urban Pod (U-POD) მრავალფუნქციური ელექტრომობილია, რომელიც უმძღოლო პლატფორმაზეა აგებული. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ციფრულ სისტემებში, ასევე დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე მისასვლელ უკანასკნელ ტრანსპორტად.
ამ ინოვაციურ სატრანსპორტო საშუალებებს თავისი წვლილი შეაქვთ მომავლის მდგრადი და ტექნოლოგიურად განვითარებული ჭკვიანი ქალაქების შექმნაში. პროდუქტი ნათლად ასახავს სატვირთო ავტომობილებისა და ტრაილერების სამომავლო განვითარებას იმას, რომ შესაძლებელია ასეთი ავტომობილების 100%-ით მდგრადი ტექნოლოგიებით შექმნა.
გამარჯვებულებად კონცეფციები Nano Mobility, E3W და E4W დასახელდა.
კონცეფცია Nano Mobility-მ ნომინაციაში ,,ველოსიპედები და ერთკაციანი სატრანსპორტო საშუალებები” გაიმარჯვა. პროდუქტი შექმნილია სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისთვის და გამოირჩევა ძრავაში ჩაშენებული მარტივი კონსტრუქციით და აერთიანებს ავტომატური მართვის ფუნქციებს, ტაქსის გამოძახების პლატფორმასა და ავტომობილის სამუშაო პარამეტრებს. სისტემა ხელსაყრელია ყოველდღიური გადაზიდვებისთვის, მაგალითად მიკროპლასტიკის ტრანსპორტირებისას.
კონცეფციები E3W და E4W გამარჯვებულად კომერციული ავტომობილების კატეგორიაში დასახელდა. ეს უნივერსალური ელექტრო კონცეფცია შთაგონებულია ინდური რიქშათი, რომელიც არამხოლოდ ადამიანების გადაადგილების, არამედ ტვირთის გადაზიდვის და გადაუდებელი შემთხვევებისას საჭირო სატრანსპორტო საშუალებაა.
,,ძალიან ბედნიერები ვართ, რომ Red Dot Award-ზე ასეთ წარმატებას მივაღწიეთ ეს გამარჯვება ცხადყოფს ჩენი დიზაინერების გუნდის საქმისადმი თავდადებას, რომლებიც ჩვენს კვალიფიციურ ინჟინრებთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ დასახული მიზნის მისაღწევად”. ეს კი ხაზს უსვამს Hyundai-ის პროდუქტების უნიკალურ დიზაინს და კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე.”
სანგიუპ ლი
რობოტიკის ლაბორატორია გამარჯვებულთა შორის

გარდა ამისა, რობოტიკის ლაბორატორიამ დაიმსახურა ჯილდო ,,საუკეთესო დიზაინის პროდუქტი მომსახურების კატეგორიაში’’. პროდუქტი შექმნილია ელექტრომობილების შეუფერხებელი და ეფექტური დატენვისთვის. მოწყობილობა იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საგნების ამოცნობის სისტემას, რომლის მეშვეობითაც შეუძლია ავტომობილის დამტენი პორტის პოვნა და დატენვის პროცესის დაწყება ავტომობილის პარკირების სისტემის დახმარებით ან დამოუკიდებლად დაპარკინგებისას.
მომხმარებლებს შეუძლიათ სრული პროცესის რეალურ დროში მონიტორინგი საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანიდან ან მობილური ტელეფონის საშუალებით, ავტომობილიდან გადასვლის გარეშე. მტვრის ნაწილაკებისა და წყლისგან დამცავი ფილტრი (IP65) უზრუნველყოფს გამართულ მუშაობას ღია სივრცეში.
რატომ არის დაჯილდოება Red Dot Award-ი ასეთი მნიშვნელოვანი?
გერმანიაში Design Zentrum Nordrhein Westfalen-ის მიერ ორგანიზებული დაჯილდოება Red Dot Award-ი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია დიზაინის დარგში. დაჯილდოება iF Design Awards-სა და International Design Excellence Awards (IDEA)-თან ერთად, Red Dot Award-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაჯილდოებაა დიზაინის სფეროში.
Red Dot Award-ის ეს ჯილდო განკუთვნილია ინოვაციური დიზაინის მქონე პროდუქტებისთვის, რომლებიც კონკრეტულ დარგში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
Hyundai Motor Group-ის რობოტიკის ლაბორატორია Red Dot Award-ზე: 2025 წლის ინოვაციური დიზაინი
| კომპანია | პროდუქტი / მომსახურება | კატეგორია | Award |
| Hyundai Motor Company | City-pod, U-pod | ავტონომიური მოწყობილობები | ერთპიროვნული გამარჯვებული |
| E3W, E4W | კომერციული ავტომობილები | გამარჯვებული | |
| Nano mobility | ველოსიპედები და ერთკაციანი სატრანსპორტო საშუალებები | გამარჯვებული | |
| რობოტიკის ლაბორატორია | ACR Service | მომსახურება | გამარჯვებული |