- Hyundai IONIQ 5 საუკეთესო ქალაქის ავტომობილად დასახელდა.
- ახალი SANTA FE კი – საუკეთესო 7-ადგილიან ავტომობილად ბაზარზე.
- გამარჯვებულების გამოვლენისას გადამწყვეტი ფაქტორი დიდ ბრიტანეთში 225 000 ავტმობილის მფლობელის შეფასებები გახლდათ.
სეული, 2025 წლის 23 ივნისი – დაჯილდოება Autotrader Drivers’ Choice Awards-ზე Hyundai Motor-მა ორი ჯილდო მოიპოვა: IONIQ 5 საუკეთესო ქალაქის ავტომობილად დასახელდა, ახალი SANTA FE კი – საუკეთესო 7-ადგილიან ავტომობილად.
Drivers’ Choice Awards სხვა დაჯილდოებებისგან განსხვავდება იმით, რომ გამარჯვებულების გამოვლენა ავტომობილების მფლობელთა უკუკავშირის საფუძველზე ხდება. წელს ავტომობილის 225 000-ზე მეტმა მფლობელმა დიდ ბრიტანეთში ონლაინ გამოკითხვაში აზრი დააფიქსირა საკუთარი ავტომობილების შესახებ, რის საფუძველზეც დაჯილდოების 25 კატეგოროოდან, 20-ში გამარჯვებული გამოვლინდა.
რესპოდენტებმა საკუთარი ავტომობილები 16 კრიტერიუმით შეაფასეს, მათ შორის სამუშაო მახასიათებლები, სანდოობა, დიზაინი და საექსპლუატაციო ხარჯები. მომხმარებლებმა აგრეთვე დააფიქსირეს საკუთარი ზოგადი კმაყოფილების ხარისხი და გამოთქვეს აზრი იმის შესახებ, ურჩევდნენ თუ არა იმავე ავტომობილის ყიდვას სხვებსაც, რაც კიდევ უფრო სიღრმისეული სურათის დანახვის შესაძლებლობას ქმნიდა.

,,რბილი სვლა და სივრცული ინტერიერი IONIQ 5-ს სხვებისგან გამოარჩევს. სავარაუდოდ სწორედ ამან განაპირობა, რომ იგი წლევანდელ დაჯილდოებაში მძღოლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც ავტომობილის მფლობელებმა განაცხადეს, მათ მოსწონთ ამ მოდელის უნიკალური და მოსახერხებელი დიზაინი: ,,მისი მართვა დიდი სიამოვნებაა – სწრაფი აჩქარების შესაძლებლობა, კომფორტული მართვა და ფანტასტიური დიზაინი.”
ერინ ბეიკერი
,დიდი გამოხმაურება მოყვა SANTA FE-საც. სივრცული ინტერიერის, მოხერხებულობისა და უნიკალური დიზაინის გამო, ამ მოდელის მფლობელები საუკეთესოდ ახასიათებენ ავტომობილის ექსტერიერსა თუ ინტერიერს. ერთერთმა მათგანმა განაცხადა: ,,წლების განმავლობაში მრავალი პრემიუმ კლასის სპორტული უნივერსალი მქონია. SANTA FE -ს აქვს ყველაფერი, რასაც პრემიუმ კლასის ბრენდები გვთავაზობენ, თუმცა უფრო ხელმისაწვდომ ფასად.”
,,მთელი გულით ვულოცავთ Hyundai-ის ამ წარმატებას”.
,,გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა განსაკუთრებით გვახარებს, რომ ამ გამარჯვებაში ავტომობილთა მესაკუთრეები დაგვეხმარნენ. ძალიან გვახარებს ისიც, რომ IONIQ 5 საუკეთესო ქალაქის ავტომობილად დასახელდა, ახალი SANTA FE კი – საუკეთესო 7-ადგილიან ავტომობილად. არ არსებობს იმაზე კარგი შეფასება, ვიდრე იმ ადამიანების უკუკავშირი, რომლებიც ყიოველდღიურად ჩვენი ავტომობილებით სარგებლობენ.”
ეშლი ენდრი
გამარჯვებული ავტომობილების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.hyundai.co.uk