მზად ხარ თავგადასავლებისთვის?  Hyundai Motor-მა ახალი ელექტრომობილის,INSTEROID-ის, გამოშვება დააანონსა

სეული, 2025 წლის 25 მარტი – Hyundai Motor-მა ახალი ,,ოცნების ელექტრომობილის”, INSTEROID-ის, ფოტოები გამოაქვეყნა.  სპორტული დიზაინის წყალობით, ყველაზე გაყიდვადი მოდელი INSTER-ი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. Hyundai-მ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ კიდევ უფრო გაეძლიერებინა მომხმარებლების ემოციური კავშირი ბრენდისადმი.

ვიდეოს ბმული 

ახალი ავტომობილი ყველაზე გაყიდვადი მოდელის,  INSTER-ის ბაზაზეა შექმნილი. მოდელის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, რომ იგი თავგადასავლებისთვისაა შექმნილი.  2024 წლის ივნისში გამოშვების შემდგომ, INSTER-ი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ელექტრომობილი გახდა ევროპასა და კორეაში. 

INSTEROID-ი შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებლებს ელექტრომობილებისადმი ემოციური კავშირი გაუჩინოს.  მოდელის თითოეული დეტალი გამორჩეულია: ხელსაწყოთა მართვის პანელი, ღილაკები, უკანა ანტიფრთა და დისკებიც კი INSTEROID-ის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. 

Hyundai-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ახალი მოდელის კომპიუტერული თამაშებით შთაგონებული და კიდევ უფრო მეტად დახვეწილი დიზაინი მოიცავს გაუმჯობესებული დიზაინის თვლის საფართოებელ პანელებს, 21-დუიმიან დისკებს, ანტიფრთასა და დიფუზორს. ამ მოდელისათვის დამახასიათებელი პიქსელური LED მაშუქები კი ავტომობილის დიზაინს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. 

მოდელის დიზაინი ხაზს უსვამს Hyundai Motor-ის დიზაინერების გუნდის ინოვაციურ ხედვას.  კომპიუტერული თამაშებით შთაგონებული შთამბეჭდავი ვიზუალის და დახვეწილი საინჟინრო გადაწყვეტილებების წყალობით, ეს ელექტრომობილი ციფრული სამყაროს ნაწილს მოაგონებთ.