ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰიბრიდული ავტომობილები მსოფლიოს გარშემო განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ისინი შიდა წვის ძრავასა და ელექტროძრავას აერთიანებს, რაც მათ მეტად ეკონომიურსა და ეკომეგობრულს ხდის. “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” კატალოგში შეგხვდებათ როგორც სტანდარტული შიდა წვის ძრავის მქონე, ისე ჰიბრიდული ავტომობილები და ელექტრომობილები.
ჰიბრიდული ავტომობილი – მისი შეძენის უპირატესობები
ჰიბრიდული ავტომობილები რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება სტანდარტულ, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებთან შედარებით. მათ შორისაა:
საწვავის ეკონომია – ქალაქის დაბალ სიჩქარეზე მანქანა ელექტროძრავაზე გადადის. რეგენერაციული დამუხრუჭება კი ბატარეას ტენის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას.
გარემოს დაცვა – ნაკლები საწვავის მოხმარება ამცირებს ნახშირბადის ემისიას, რაც მნიშვნელოვანია დიდი ქალაქებისთვის.
ეფექტური პერფორმანსი – ელექტროძრავისა და შიდა წვის ძრავის ერთობლივი მუშაობა ზრდის სიმძლავრეს და აჩქარებას.
ტექნიკური მომსახურება – რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემის გამო, ძრავის ნაწილები და სამუხრუჭე ხუნდები ნაკლებად ცვდება.
მომავლის ტექნოლოგია – ეს არის გარდამავალი ეტაპი ტრადიციულ და სრულად ელექტრომობილებს შორის, რაც მომხმარებელს ეკონომიურობასთან ერთად ნაცნობ უპირატესობებსაც სთავაზობს.
“ჰიუნდაის” ჰიბრიდული ავტომობილები
Hyundai Tucson Hybrid – ტუსანის ჰიბრიდი არის კომპაქტური SUV, რომელიც აერთიანებს ელეგანტურ დიზაინსა და ჰიბრიდული სისტემის ეკონომიურობას. მისი ძრავის მოცულობა 1.6 ლიტრია, ცხენის ძალა 160, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 265 ნმ. მოდელი მოსახერხებელია როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ მოძრაობისთვის.
Hyundai Santa Fe HEV – Santa Fe HEV საშუალო ზომის SUV, რომელშიც 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
Hyundai Palisade Hybrid – Palisade Hybrid არის ჰიუნდაის ყველაზე დიდი ზომის ჰიბრიდული SUV, რომელიც აერთიანებს ფართო სალონს, ძლიერ პერფორმანსსა და საწვავის ეკონომიას.
Hyundai Kona HEV – Kona HEV კომპაქტური ავტომობილია, რომელიც სპორტული დიზაინით ხასიათდება. მისი ძრავის მოცულობა 1.6 ლიტრია, მაქსიმალური სიმძლავრე 105 ცხენის ძალა, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 144.2 ნმ.
შეგახსენებთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული ნებისმიერი ტიპის ავტომობილის ტესტ-დრაივის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლიათ. ამიტომ ეწვიეთ ჩვენს შოურუმს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი.