წელს Hyundai Tucson-ი 20 წლის იუბილეს იზეიმებს.2004 წელს ბაზარზე პირველად გამოჩენის შემდგომ, ეს მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტულ უნივერსალად იქცა. წარმატების 20-წლიანი ისტორია ხაზს უსვამს ჰიუნდაის წვლილს ავტომობილების დიზაინისა და მანქანათმშენებლობის სფეროში.
2004 წელს, პირველი Tucson-ის ბაზარზე გამოჩენისთანავე, მან მოიპოვა დახვეწილი, კომფორტული და სანდო ავტომობილის რეპუტაცია. მხოლოდ ევროპის ბაზარზე 2 მილიონ ავტომობილზე მეტი გაიყიდა. ახლა, Tucson-ის უკვე მეოთხე თაობა, კვლავ დიდი მოწონებით სარგებლობს ევროპელ მომხმარებლებში.
არიზონის შტატის მომხიბვლელი ქალაქით შთაგონებული Tucson-ი პირველად 2004 წელს გამოჩნდა. ეს იყო კომპაქტური სპორტული უნივერსალი, რომელიც განკუთვნილი იყო თავგადასავლების მაძიებელთათვის. ავტომობილის უსაფრთხოების ფუნქციების და უგზოობის პირობებში მართვის შესაძლებლობის წყალობით, მოდელი ყველაზე მოთხოვნად და ხელმისაწვდომ საოჯახო ავტომობილად იქცა.ჰიუნდაიმ განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილის დიზაინს დაუთმო, ხელსაწყოთა პანელი მეტად კომფორტული გახდა, რამაც განაპირობა ის, რომ Tucson-ი მთელს მსოფლიოში ყველასათვის საყვარელ ავტომობილად იქცა.

2009 წელს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა Tuscon-ის მე-2 თაობამ.დიზაინის თანამედროვე ტენდენციების კვალდაკვალ შეიცვალა მოდელის დიზაინი. სამხრეთ კორეის და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებს გარეთ, მოდელს გადაერქვა სახელი და Hyundai ix35 დაერქვა. ეს იყო მანამდე არსებული მოდელების გაუმჯობესებული ვერსია როგორც დიზაინით, ასევე ფუნქციებით, სამუშაო მახასიათებლებით, საწვავის ეკონომიური მოხმარებით და უსაფრთხოების პარამეტრებით.
2015 წელს, ჰიუნდაიმ გამოუშვა ახალი, მე-3 თაობის Tucson-ი კიდევ უფრო გაუმჯობესებული სამუშაო მახასიათებლებით.გაუმჯობესებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, როგორიცაა გაუმჯობესებული გასართობი და საინფორმაციო სისტემა და მძღოლის დამხმარე სისტემები, ახალი მოდელი გამოირჩეოდა სიდიდით და სურვილის შემთხვევაში აღჭურვილი იყო 19-დიუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკებით.უფრო დინამიკური ვიზუალის მოყვარულ მომხმარებლებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ამ თაობის მოდელების ხაზი მოიცავდა ავტომობილის სპორტულ ვერსიასაც, სახელწოდებით N Line. იმდენად, რამდენადაც ჰიუნდაის ძირითადი ამოცანა ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება იყო, Tucson-ი წარმატებით აკმაყოფილებდა ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნებს, რომლებსაც სპორტული უნივერსალის შეძენა სურდათ.
2020 წელს გამოშვებული მე-4 თაობის Tucson-ი გამოირჩევა ფუტურისტული დიზაინით, დინამიკური ელემენტებითა და მოწინავე ტექნოლოგიებით.მოდელის გამორჩეული დიზაინი მუდმივად იპყრობს ყურადღებას, სივრცული სალონი და ბარგის განყოფილება კი, მეტ კომფორტს უზრუნველყოფს.
მოდელის სერია აერთიანებს მრავალი ტიპის ძალური აგრეგატის მქონე მოდელებს, მათ შორისაა ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მოდელები, ჰიბრიდული და დატენვადი ავტომობილები. ბაზარზე გამოჩნდება მოდელის დატენვადი ჰიბრიდული ვერსიაც არასრული ამძრავით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჰიუნდაის სწრაფვას გადაადგილების ინოვაციური საშუალებების შექმნისკენ.

ჰიბრიდული და დატენვადი ჰიბრიდულ მოდელები აღჭურვილია რეკუპერაციული დამუხრუჭების ფუნქციით ECO რეჟიმში მართვისას.მძღოლებს საშუალება აქვთ აკონტროლონ რეკუპერაციული დამუხრუჭების ინტენსიურობის ხარისხი საჭეზე განთავსებული გადამრთველების მეშვეობით და ისარგებლონ შენელების 3-დონიანი სისტემით.
გარდა ამისა, მე-4 თაობის მოდელები აღჭურვილია უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე მოწინავე სისტემებით.სეგმენტში საუკეთესო უსაფრთხოების მოდულის წყალობით, NCAP-მა მოდელს 2021 წელს უსაფრთხოების დარგში მაქსიმალური შეფასება მისცა.
2023 წელს, კომპანია Hyundai Motor Manufacturing Czech (HMMC)-მა 244 495 Tucson-ი გამოუშვა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 70 ქვეყანაში გაიყიდა.იმავე წელს, ევროპაში 158 056 ცალი ეს სპორტული უნივერსალი დარეგისტრირდა. 2024 წლის იანვარში, Tucson-ის მე-4 თაობის ავტომობილების გაყიდვების რიცხვმა 727 344 შეადგინა, რამაც მნიშნელოვანი წვლილი შიტანა ჰიუნდაის მთლიან გაყიდვებში.
ჰიუნდაი ერთგულია საკუთარი კონცეფციის ,,პროგრესი კაცობრიობისთვის” და ცდილობს წვლილი შეიტანოს ბედნიერი ადამიანებით სავსე სამყაროს შექმნაში.
მომდევნო წლებში, Tucson-ი კვლავ მოწინავე პოზიციების დაკავებას გეგმავს სპორტული უნივერსალების სეგმენტში.ტექნოლოგიური პროგრესის მიხედვით მოხდება მოდელის განვითარებაც, მისი ინტეგრაცია გარემო ინფრასტრუქტურასთან და რაც მთავარია, მუდმივად დაიხვეწება კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის.ქალაქში თუ ქალაქგარეთ, ერთი რამ ყოველთვის უცვლელი რჩება:Tucson-ი მუდამ იქნება თქვენს სამსახურში.