სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები

მიიღეთ სათუნუქე -სამღებრო სამუშაოებთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება:

  • რობოტით გასწორება
  • ავტომობილის დაშლა / აწყობა / შეღებვა / პოლირება
  • სალონის დაშლა

შეავსეთ ფორმა

ავტომობილის სრულყოფილი იერსახის შესანარჩუნებლად, უმნიშვნელოვანესია დროული და ხარისხიანი სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები. ნებისმიერი, თუნდაც მცირე დაზიანება, რომელიც გავლენას ახდენს მანქანის კორპუსზე, საჭიროებს პროფესიონალურ ჩარევას. 

ჰიუნდაის სერვის ცენტრი სრულ მომსახურებას გთავაზობთ, რომელიც თქვენს ავტომობილს პირვანდელი სახეს დაუბრუნებს. ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები და თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან და შეკეთებას. 

სათუნუქე და სამღებრო მომსახურება მოიცავს: 

 

  • რობოტით გასწორებას – ავტომობილის კორპუსის დაზიანებების გასწორება უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებიც მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს უზრუნველყოფს;
  • ავტომობილის დაშლა/აწყობა – დეტალური და ფრთხილი დაშლა შეკეთების პროცესში, ასევე, მისი სრული აწყობა სამუშაოების დასრულების შემდეგ;
  • შეღებვა/პოლირება – სამღებრო სამუშაოები მოიცავს ნებისმიერი სახის შეღებვას, რომლის შემდეგაც პოლირების პროცესი იწყება. პოლირება ავტომობილს იდეალურ ბზინვარებას სძენს;
  • სალონის დაშლა – საჭიროების შემთხვევაში, სალონის დაშლა დაზიანებული ნაწილების შეკეთებისა და გამოცვლისთვის.

“ჰიუნდაი საქართველოს” გუნდი მაქსიმალურადაა დეტალებზე ორიენტირებულია, რათა მაღალი ხარისხის მომსახურება უზრუნველყოს. ჩვენი სამღებრო და სათუნუქე სამუშაოები სრულდება სრული გამჭვირვალობით და თითოეულ შესრულებულ სამუშაოზე სრულ გარანტიას გაძლევთ. 

შეგახსენებთ, რომ ჩვენს სერვის ცენტრში სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებთან ერთად ხელმისაწვდომია მანქანის კონდიციონერის შეკეთება, სავალი ნაწილების აღდგენა, გადაცემათა კოლოფის შეკეთება და მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა. 

შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა.