გააზიარე

IONIQ – ელექტრომობილების ხაზი, რომელიც მსოფლიოს ცვლის

ელექტრომობილების ინდუსტრია ყოველდღიურად უფრო და უფრო ვითარდება. ადამიანების დიდი ნაწილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთი ავტომობილის მართვას, რომელიც გარემოს არ აზიანებს. 

Hyundai IONIQ ხაზის მთავარი მიზანი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა, ამის მისაღწევად კი მომხმარებელს ინოვაციურ და ეკომეგობრულ ავტომობილებს სთავაზობს.

ეს ელექტრომობილები დამზადებულია ეკომეგობრული მასალებით და გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალითა და დახვეწილი დიზაინით. 

რომელ მოდელებს აერთიანებს IONIQ-ის ხაზი? 

ამჟამად “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” შოურუმი აერთიანებს Hyundai IONIQ 5 და Hyundai IONIQ 6-ის მოდელებს. მოდი, ვისაუბროთ თითოეული მათგანის ტექნიკური მონაცემებისა და დიზაინის შესახებ: 

Hyundai IONIQ 5

Hyundai IONIQ 5 ელექტრომობილია, რომელიც შთამბეჭდავი დიზაინითა და კომფორტული ინტერიერით გამოირჩევა. მისი ტექნიკური მახასიათებლები და დამატებითი ფუნქციები ავტომობილით მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულსა და საინტერესოს ხდის.

ფუტურისტული დიზაინი – IONIQ 5-ის ვიზუალური იდენტობა მკვეთრად გამოხატული ხაზებით გამოირჩევა. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი კი კუბის ფორმის დინამიური პიქსელური ფარებია, როგორც წინა, ასევე უკანა ნაწილში;

მრავალფუნქციური ინტერიერი – სალონი სივრცის ოპტიმალური გამოყენებით გამოირჩევა. მოძრავი ცენტრალური კონსოლი მისი მარტივად და სწრაფად გადაადგილების საშუალებას იძლევა;

ეკომეგობრული მასალები – სავარძლები ეკომეგობრული მასალებითაა დამზადებული. ავტომობილის მონიტორი, გადამრთველები, საჭე და კარის პანელები დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, სავარძლები, სალონის ჭერი და ხალიჩა კი შაქრის ლერწმისა და სიმინდის ბუნებრივ ელემენტებს შეიცავს;

დამხმარე სისტემები – ავტომობილი აღჭურვილია მძღოლის დამხმარე არაერთი სისტემით. მათ შორისაა პროექციული განათება საქარე მინაზე (Head-Up Display) და უხილავი ზონის ჩვენება საინფორმაციო დაფაზე. 4 კამერა კი უზრუნველყოფს წრიულ 360˚ ხედვას;

მულტიმედია და კომფორტი – IONIQ 5-ს აქვს 12.3 დიუმიანი სენსორული ეკრანი, Android Auto და Apple CarPlay-ის მხარდაჭერა, ხოლო Bose-ს პრემიუმ აუდიოსისტემა უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ჟღერადობას. ასევე, ორივე წინა სავარძელი რელაქსაციისთვის ოპტიმალური კუთხით იხრება, რაც უწონობის შეგრძნებას ქმნის; 

V2L (Vehicle-to-Load) ფუნქცია – ეს ინოვაციური ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ავტომობილის დამტენი გამოიყენოთ ნებისმიერი ელექტრომოწყობილობის, მაგალითად, ელექტროველოსიპედის ან სკუტერის დასატენად. გარე პორტიდან ენერგიის მიღება ავტომობილის გამორთვის დროსაც არის შესაძლებელი.

უსაფრთხოების სისტემა – IONIQ 5 აღჭურვილია 7 უსაფრთხოების ბალიშით. მას ასევე აქვს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა შეჯახების აცილების დამხმარე სისტემა (FCA), უხილავი ზონიდან მანქანის მოახლოების სენსორი და ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი.

Hyundai IONIQ 6

IONIQ 6 ელექტრონული სედანია, რომლის დიზაინი აეროდინამიკულ ფორმებზეა ორიენტირებული. ის აერთიანებს ელეგანტურ იერსახეს, მაღალტექნოლოგიურ ფუნქციონალსა და ეკომეგობრულ მასალებს. 

მოდელის ეფექტურ დიზაინს ხაზს უსვამს ის გამჭვირვალე დეტალები, რომლებიც გვხვდება როგორც უკანა სპოილერზე, ისე ციფრულ გვერდითა სარკეებზე. ავტომობილის სავიზიტო ბარათია IONIQ-ის საფირმო პარამეტრული პიქსელური ფარები, რომლებიც მანქანის წინა და უკანა ნაწილს ამშვენებს. 

სალონი აერთიანებს ეკოლოგიურად დამუშავებულ ტყავს, გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან მიღებულ ქსოვილებს, მცენარეული ზეთების ბაზაზე დამზადებულ საღებავებსა და სათევზაო ბადეებისგან დამზადებულ ხალიჩებს. 

ინტერიერის Ambient განათება ავტომობილში მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. მგზავრებს კი განწყობის შესაბამისად შეუძლიათ შეარჩიონ ფერი ფერების 64 ვარიაციიდან. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მოდელს ერთი სრული დამუხტვის შემდეგ 614 კილომეტრამდე მანძილის შეუჩერებლად დაფარვა შეუძლია. ეს მომხმარებელს დიდ მანძილზე გადაადგილებისას მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. 

IONIQ 6 აღჭურვილია 12.3-დიუმიანი ციფრული დაფით და 12.3-დუიმიანი სენსორული მონიტორით. სალონში ასევე გვხვდება უსადენო დამტენი, ორზონიანი კონდიცირების სისტემა და Bose-ის პრემიუმ აუდიო სისტემა. მძღოლისა და მგზავრის სავარძლები ელექტრონულად რეგულირებადია. 

შეგახსენებთ, რომ მოდელები “ჰიუნდაი საქართველოს” შოურუმშია ხელმისაწვდომი. ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები მოდელის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან, ავტომობილების ტესტ დრაივი კი შეგიძლიათ როგორც წინასწარ დაჯავშნოთ, ისე ადგილზე მოითხოვოთ.

მსგავსი სიახლეები