Hyundai IONIQ

იქნებ მსოფლიოს შეცვლა შენც შეგიძლია?

ელექტრომობილების ახალი ხაზი IONIQ შექმნილია მათთვის, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებაში. მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს, რომ წვლილის შეტანა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

გადაადგილების ეკო-მეგობრული საშუალებები

იმდენად, რამდენადაც გარემოზე ზრუნვა სულ უფრო მეტი ადამიანის მიზანია, Hyundai უკვე მრავალი წელია მომხმარებლებს IONIQ-ხაზის სრულად ელექტრო ავტომობილებს სთავაზობს. ჩვენი ელექტრომობილების წარმოებისას ვიყენებთ ეკო-მეგობრულ მასალებსა და საღებავებს.

Hyundai IONIQ ხაზის ელექტრომობილები

2016 წელს პირველად შევქმენით Hyundai IONIQ მოდელების ხაზი, ეს იყო პირველი საავტომობილო ხაზი მსოფლიოში, რომელიც შედგებოდა ჰიბრიდული, დატენვადი და ელექტრო ვერსიებისგან. დღეს, მოდელების ეს ხაზი საუკეთესოდ ასახავს ჩვენს სწრაფვას მდგრადი განვითარებისა და ეკო-მეგობრული გადაადგილების საშუალებების შექმნისკენ.

ჩვენი ავტომობილები მოწინავე ადგილებს იკავებს ელექტრო ავტომობილების ინდუსტრიაში.

Hyundai ერთადერთია, რომელიც აწარმოებს როგორც ელექტრო, ასევე ჰიბრიდულ, დატენვად და სათბობელემენტიან ავტომობილებს. NEXO ევროპის ბაზარზე ერთადერთი წყალბადის სათბობელემენტიანი ავტომობილია. მოდელი გამორჩეულია იმით, რომ არ გამოყოფს ემისიებს და არ უქმნის საფრთხეს გარემოს.