გააზიარე

Hyundai Palisade-ის 5 უპირატესობა

Hyundai Palisade არის დიდი ზომის SUV, რომელიც გამოირჩევა თავისი კომფორტითა და პრაქტიკულობით, რაც მის შეძენას საოჯახო მოგზაურობებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად აქცევს. ეს ავტომობილი აერთიანებს პრემიუმ კლასის მახასიათებლებს, ხელმისაწვდომ ფასს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. 

ჰიუნდაი საქართველო” კი ამ ბლოგპოსტში მოდელის 5 მთავარ უპირატესობას გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ მოდელი სწორედ ჩვენს შოურუმში შეგიძლიათ შეიძინოთ. 

1. უმაღლესი დონის კომფორტი და ფართო ინტერიერი

Palisade-ის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა მისი დიდი და კომფორტული სალონია. ავტომობილი იტევს 7-8 მგზავრს, რაც იდეალურია დიდი ოჯახებისთვის. ბოლო რიგის სავარძლების სავარძლების კონფიგურაცია მარტივად იცვლება, მეორე რიგის სავარძლების გადაადგილება კი მარტივად შეიძლება. ეს კი მესამე რიგზე წვდომას ამარტივებს. საბარგულის მოცულობა მესამე რიგის აწეული სავარძლებითაც კი შთამბეჭდავია. ამიტომ გრძელი ოჯახური მოგზაურობებისთვის ნივთების დატევაზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ. 

2. დახვეწილი დიზაინი

Hyundai Palisade გამოირჩევა თავისი დახვეწილი და მასიური ვიზუალით. წინა ნაწილის ვერტიკალური LED განათება ავტომობილს გამორჩეულ იერს აძლევს. ინტერიერში გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები, რბილი ზედაპირები და ქრომირებული დეტალები, რაც პრემიუმ კლასის ავტომობილებისთვისაა დამახასიათებელი. 

3. უსაფრთხოების ტექნოლოგიები

Hyundai-ს უსაფრთხოების სისტემა, SmartSense მოიცავს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა: წინიდან შეჯახების თავიდან აცილების სისტემა, ზოლში მიდევნების სისტემა (LFA), მძღოლის ყურადღების კონტროლის სისტემა (DAW) და უკანა მხრიდან შეჯახების თავიდან აცილების სისტემა (PCA). 

წინიდან შეჯახების თავიდან აცილების სისტემა მძღოლს აფრთხილებს წინა მანქანასთან მანძილის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, ავტომატურად ამუხრუჭებს. ზოლში მიდევნების სისტემა ავტომობილს ზოლის ცენტრში აჩერებს. მძღოლის ყურადღების კონტროლის სისტემა მძღოლის მდგომარეობას მეთვალყურეობს და აფრთხილებს მას დაღლილობის შესახებ. უკანა მხრიდან შეჯახების თავიდან აცილების სისტემა კი უკუსვლისას ამუხრუჭებს, რათა შეჯახება აიცილოს თავიდან. 

4. მძლავრი ძრავა და კომფორტული მართვა

Hyundai Palisade აღჭურვილია 3.8-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 272 ცხენის ძალას შეადგენს. ეს ძრავა 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად უზრუნველყოფს სწრაფ აჩქარებას და კომფორტულ მგზავრობას. მიუხედავად მისი დიდი ზომისა, Palisade-ით მანევრირება ძალიან მარტივია, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ქალაქში ისე, ქალაქგარეთ დაგეგმილი მოგზაურობებისთვის.  

5. თანამედროვე ტექნოლოგიები 

Palisade აღჭურვილია უამრავი თანამედროვე ტექნოლოგიით, რომლებიც მგზავრობას უფრო სასიამოვნოს ხდის. ცენტრალურ კონსოლზე განთავსებულია 12.3-დიუმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც მხარს უჭერს Apple CarPlay-ს და Android Auto-ს. ასევე, ხელმისაწვდომია უკაბელო დამტენი და 360-გრადუსიანი ხედვის კამერები, რაც პარკირებასა და მანევრირებას აადვილებს.

ასევე ხელმისაწვდომია 6 USB პორტი, სავარძლების მარეგულირებელი ღილაკები და 3-ზონიანი კლიმატ კონტროლი. 

ეს 5 უპირატესობა Hyundai Palisade-ს ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ავტომობილად აქცევს თავის კლასში. ის არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს დიდ, უსაფრთხო და კომფორტულ SUV-ს. 

მსგავსი სიახლეები