კომპანია Hyundai Motor-მა რობოტიკის ლაბორატორიასთნ ერთად 2025 წელს დაჯილდოება – iF Design Awards-ის 18 ნომინაციაში გაიმარჯვა, რაც ხაზს უსვამს კომპანიის სწრაფვას შექმნას ინოვაციური და მდგრადი დიზაინის მქონე პროდუქტები.
რატომ არის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი?
ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Hyundai-ს, როგორც ლიდერს, დიზაინის სფეროში. უკანასკნელი 11 წელია ბრენდი ყოველ წელს იმარჯვებს iF Design Awards-ის სხვადასხვა ნომინაციაში, რითაც განამტკიცებს საკუთარ სწრაფვას გადაადგილების ინოვაციური საშუალებების შექმნისკენ.
„ეს გამარჯვება ჩვენი საქმისადმი ერთგულებით გამორჩეული დიზაინერების და ინჟინრების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გარდა ამისა, იგი ხაზს უსვამს Hyundai-ს მოდელების დიზაინის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე.” კაცობრიობისთვის“ .
სანგიუპ ლი
Hyundai Global Design Center-ის და Genesis Global Design-ის აღმასრულებელი პრეზიდენტი და ხელმძღვანელი
საავტომობილო ინდუსტრიაში შემავალ კატეგორიებში გამარჯვებული პროდუქტები

კონცეფცია SPACE – ეს არის წყალბადის ძრავაზე მომუშავე გადაადგილების საშუალება, რომლით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შეუძლიათ. მოწყობილობა აღჭურვილია სიმაღლის რეგულირების ფუნქციის მქონე ადაპტური სავარძლებით, ხოლო მგზავრობის დასრულების შემდეგ, მოწყობილობის მოდულები გარდაიქმნება პავილიონის კონსტრუქციის შემადგენელ ელემენტებად.

მოწყობილობა შექმნილია სამუშაო პროცესში სხეულის დაზიანების ან ტრავმების თავიდან ასაცილებლად და დასაქმებულთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. შექმნილია ავტომობილების წარმოების პროცესში დასაქმებული პირებისთვის, რომელთაც ხშირად ხელაწეულებს მუშაობა უწევთ. ეს მინიმალისტური დიზაინის სამხრე რობოტი მარტივად გამოსაყენებელი და კომფორტულია.


IONIQ-ის შოურუმში გამოყენებულია ისეთი რობოტული ტექნოლოგიები, როგორიცაა ინდუსტრიული და პარკირების დამხმარე რობოტები, რათა მომხმარებლები Hyundai Motor Group-ის ელექტრომობილებისათვის განკუთვნილ პლატფორმას (E-GMP) სახალისო და ტექნოლოგიურ გარემოში გაეცნონ.

ეს საგამოფენო ექსპონატი კარგად ასახავს Hyundai Motor-ის ხედვას ადა ტექნოლოგიებს. იგი წარმოადგენს წყალბადის ენერგიასა და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით მომუშავე, ადამიანებზე მორგებულ სივრცეს.

ტაილანდში არსებული IONIQ-ის პირველი ცენტრი. ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ბრენდთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებსა და ცხოვრების წესს. ეს არის ერთგვარი ინოვაციების ცენტრი ტაილანდის ელექტრო ავტომობილების ბაზარზე.
რა არის iF Design Awards-ი?
კონკურსი 1954 წლიდან ტარდება და დიზაინის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. კონკურსის ფარგლებში, ყოველ წელს, 72 ქვეყნის 10 800-მდე პროდუქტის დიზაინის შეფასება ხდება. გამარჯვებისათვის აუცილებელია პროდუქტმა გაიაროს შერჩევის ორ-ეტაპიანი პროცედურა. გამარჯვებული პროდუქტები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.ifdesign.com და მობილურ აპლიკაციაში iF Design App.