გააზიარე

Hyundai Motor-მა დაჯილდოება Red Dot Awards 2025-ზე მრავალი ჯილდო დაიმსახურა

  • ნომინაციაში ,,საუკეთესო, საუკეთესოთა შორის” (‘Best of the Best’ ) კომპანიის მიერ გადაღებულმა პირველმა ფილმმა, ,,შუაღამის თევზაობა” (Night Fishing) გაიმარჯვა.
  • კომპანიამ ჯილდოები დაიმსახურა საუკეთესო კინოს, ანიმაციის, რეკლამის, ინტერიერისა და არქიტექტურის და ციფრული გადაწყვეტილებების კატეგორიებში. 
  • ეს მიღწევები კიდევ უფრო ამყარებს კომპანიის რეპუტაციას მსოფლიო ბაზარზე კრეატიული გადაწყვეტილებების და მდგრადი განვითარების დარგში.

სეული, 2025 წლის 7 ნოემბერიHyundai Motor Company-მ 2025 წელს დაჯილდოება Red Dot Award-ზე 9 ჯილდო მოიპოვა.  Hyundai-ს მიერ გადაღებულმა ფილმმა ,,ღამის თევზაობა” გაიმარჯვა ნომინაციაში ,,საუკეთესო, საუკეთესოთა შორის” (‘Best of the Best’). კომპანიამ ჯილდოები დიზაინის კატეგორიაში, ინოვაციურობისა და კრეატიულობისთვის შემდეგ ნომინაციებში დაიმსახურა: საუკეთესო კინო, საუკეთესო ანიმაცია, საუკეთესო რეკლამა, საუკეთესო არქიტექტურის მქონე ინტერიერი, საუკეთესო ციფრული გადაწყვეტილება. 

რატომ არის დაჯილდოება Red Dot Award-ი ასეთი მნიშვნელოვანი?  ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება დიზაინის სფეროში, სადაც ყოველწლიურად ხდება გამარჯვებულების გამოვლენა ინოვაციების, ბრენდიგის, კომუნიკაციების და დიზაინის დარგში. დაჯილდოებაზე მრავალი წარმატების მოპოვების შემდეგ,  Hyundai Motor -ი აგრძელებს საკუთარი რეპუტაციის გამყარებას, როგორც ინოვაციური ლიდერის საავტომობილო ინდუსტრიაში. 

კომპანიის სხვა მიღწევებს შორის, გამორჩეულია შემდეგი ჯილდოები:

  • ფილმი ,,შუაღამის თევზაობა” (Night Fishing) Hyundai-ის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ,,ღამის თევზაობა” ჯილდო საუკეთესო ფილმისა და ანიმაციის, აგრეთვე საუკეთესო რეკლამის ნომინაციაში დაიმსახურა.  ფილმი სრულიად გადაღებულია ავტომობილზე დამაგრებული კამერით და მასში მოთხრობილია მომხმარებლებთან ურთიერთობის შესახებ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში.
  • Hyundai Motor Group-ის ინოვაციების ცენტრი სინგაპურში – ჭკვიანი ფერმა: ეს არის Hyundai-ს ინტერაქტიული ჭკვიანი ფერმა, რომლის მუშაობაც რობოტულ ტექნიკაზეა დაფუძნებული. აქ მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ უნიკალური გამოცდილება და შეიგრძნონ, რა გზას გადის კონკრეტული პროდუქტი ჩანასახიდან მაგიდაზე მოსახვედრად. ეს ყველაფერი საუკეთესოდ ასახავს Hyundai Motor-ის პრინციპებს და ერთგულებას მდგრადი განვითარების მიმართ. ფერმის არსებობა ხაზს უსვამს საავტომობილო ინდუსტრიის მნიშნელოვან როლს სოფლის მეურნეობის დარგის მდგრად და ინოვაციურ განვითარებაში. ჭკვიანმა ფერმამ საუკეთესო არქიტექტურის მქონე ინტერიერის წოდება დაიმსახურა. 
  • რესტორანი Na Oh სინგაპურში მდებარე Hyundai Motor Group-ის ინოვაციების ცენტრის ტერიტორიაზე არსებული რესტორანი კორეული კულტურის და სამზარეულოს საუკეთესო მხარეების წარმოჩენად შეიქმნა.  რესტორანი თავის თავში აერთიანებს ტრადიციული კულინარიის ხელოვნებას და სეზონურ მენიუს, რაც თავის მხრივ ქმნის ისეთ კულტურულ სივრცეს, სადაც ახლებურადაა წარმოჩენილი საკვებისა და დიზაინის კავშირი. რესტორანმა გაიმარჯვა ნომინაციებში: ,,საუკეთესო რესტორანი და კაფე” და ,,საუკეთესო არქიტექტურის მქონე ინტერიერი”.
  • Hyundai-მ წარმოებული 100 მილიონი ავტომობილის აღსანიშნავად გლობალური კამპანია წამოიწყო: წარმოებული 100 მილიონი ავტომობილის აღსანიშნავად წამოწყებულმა კამპანიამ ხაზი გაუსვა ბრენდის მნიშვნელობას მისი მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოში. კამპანია გამარჯვებულად დასახელდა საუკეთესო ბრენდის კატეგორიაში.
  • კამპანია Mobilet: პირველი აპრილისადმი მიძღვნილი ეს იუმორისტული კამპანია  Hyundai Motor-ის სატრანსპორტო გადაწყვეტილებების მრავალმხრივობის ხაზგასმას ემსახურებოდა.  მსოფლიოში პირველი ,,მოძრავი საპირფარეშო”, რომელმაც დიდი რეზონანსი და პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია მომხმარებლებში. Hyundai Motor-ის ამ პროდუქტმა საუკეთესო ბრენდის დიზაინის კატეგორიაში გაიმარჯვა.
  • კონცეფცია Hydrogen Wave: კონცეფცია Hydrogen Wave ბრიტანულ მედია ჯგუფთან, Universal Everything-თან თანამშრომლობით შეიქმნა და ხაზს უსვამს Hyundai Motor -ის ხედვას მდგარდი ენერგიის და სატრანსპორტო საშუალებების დარგში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა ფოლადის წარმოებას წყალბადის ენერგიის გამოყენებით. კონცეფცია გამარჯვებულად დასახელდა საუკეთესო ფილმისა და ანიმაციის კატეგორიაში.
  • Hyundai-ის რეკლამების შექმნის პლაფორმა ავტომობილების დილერებისათვის: ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა საშუალებას აძლევს Hyundai Motor-ის თანამშრომლებს და დილერებს შექმნან უმაღლესი ხარისხის ბრენდული სარეკლამო კონტენტი ციფრული და სოციალური მედიისათვის. პლატფორმა გამარჯვებულად ,ციფრული გადაწყვეტილებების კატეგორიაში დასახელდა.

დაჯილდოება  Red Dot Design-ი ხაზს უსვამს  Hyundai Motor-ის ერთგულებას მდგრადობის, ტექნოლოგიური ინოვაციების და კულტურული ღირებულებების მიმართ ისეთ სფეროებში, როგორიცაა დიზაინი, ციფრული გადაწყვეტილებები, კინო თუ რეკლამა.  ყოველივე ეს განაპირობებს იმას, რომ კომპანიის ხედვა გასცდა საავტომობილო ინდუსტრიის ფარგლებს და ბრენდი გლობალურ ინოვატორად იქცა.

დაჯილდეობა Red Dot Awards-ის გარდა, Hyundai Motor-მა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დიზაინის სხვა ისეთ კონკურსებზე, როგორიცაა  iF Design Award, IDEA Design Award და საერთაშორისო ფესტივალი კრეატიულობის დარგში Cannes Lions. ამგვარი აღიარება ხაზს უსვამს ბრენდის უნარის ერთმანეთს შეუთავსოს ინოვაციური დიზაინი და შთამბეჭდავი ისტორიები, რომლებიც მოხმარებლების სიყვარულს იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები