გააზიარე

Hyundai-მ და Shell-იმ თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

Hyundai-მ 5 წლიანი პარტნიორულ შეთანხმებაზე მოაწერა ხელი საერთაშორისო კომპანია Shell-თან, რათა  ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გავრცელებას. ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, Online ღონისძიებაზე გაფორმდა.

” ჩვენ ვაერთიანებთ ძალებს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ კლიმატურ ცვლილებებს დედამიწაზე. Shell-თან ერთად ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ის ღირებულებები და მიზნები, რომელიც Hyundai-ს აქვს დასახული” განაცხადა  სუ კიმმა – Hyundai-ს ვიცე პრეზიდენტი და ოპერაციული განყოფილების ხელმძღვანელი.

ურთიერთშეთანხმების ​ხელშეკრულება, რომელიც 2026 წლამდეა აქტიური, რეალური თანამშრომლობის მეოთხე ფაზაა და ამჯერად სუფთა ენერგიის მიღებასა და ნახშირბადის შემცირებაზე იქნება მიმართული.

“ჩვენ გვჯერა, რომ Hyundai-სთან თანამშრომლობით შევძლებთ მომხმარებლებს შევთავაზოთ EV სადგურების ახალი გამოცდილება 46 000 სადგურზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.” Shell-ის კომერციული განყოფილების დირექტორი კარლოს მაურერი.
პარტნიორული შეთანხმება ასევე გულისხმობს ახალი სადგურების შექმნას (მათ შორის აზიაში) სადაც მომხმარებლები EV და FCEV დასამუხტი სადგურების გამოყენებას შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები