Hyundai Santa Fe ყოველთვის საიმედო და კომფორტული საოჯახო SUV-ის რეპუტაციით სარგებლობდა. თუმცა, ახალი თაობის მოდელში Hyundai-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.
ახალი, კუთხოვანი და მასიური დიზაინი სრულიად ახალი დონის კომფორტსა და ტექნოლოგიურ ფუნქციონალს სთავაზობს მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, ის ერთ-ერთ საუკეთესო საოჯახო SUV-ს წარმოადგენს ჰიუნდაის კატალოგში.
“ჰიუნდაი საქართველო” კი ამ ბლოგში ავტომობილის მთავარ უპირატესობებზე ისაუბრებს.
7-ადგილიანი სივრცე და ინტერიერის მოქნილობა
საოჯახო ავტომობილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილების რაოდენობა, არამედ ამ ადგილების გამოყენების სიმარტივე.
ახალი Hyundai Santa Fe გვთავაზობს სრულფასოვან 7-ადგილიან კონფიგურაციას, სადაც მესამე რიგის სავარძლები კომფორტულია როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. ისინი მარტივად იკეცება, რაც საშუალებას მოგცემთ, მესამე რიგი როგორც საბარგულად, ისე სამგზავრო სივრცედ გამოიყენოთ.
უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები
როდესაც ოჯახი გყავთ, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. Santa Fe აღჭურვილია Hyundai-ს უახლესი SmartSense სისტემების სრული პაკეტით, რომელიც მოიცავს მრავალ დამხმარე სისტემას.
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა უკანა სავარძელზე დატოვებული მგზავრის გაფრთხილების სისტემა (ROA), რომელიც იცავს მშობლებს ბავშვის მანქანაში დავიწყების რისკისგან, და უსაფრთხო გასვლის დამხმარე სისტემა (SEA), რომელიც ბლოკავს კარს, თუ მანქანიდან გადმოსვლის მომენტში გზას უახლოვდება სხვა ავტომობილი, მოტოციკლი, მოპედი ან ველოსიპედი.
ეს ტექნოლოგიები სანტა ფეს, ისევე, როგორც ჰიუნდაის სხვა ახალ ავტომობილებს აქცევს საიმედო სივრცედ, რომელშიც ყველა მგზავრი დაცულია.
დიდი ზომის პრაქტიკული საბარგული
საოჯახო SUV-ის ღირებულება ხშირად განისაზღვრება მისი საბარგულის მოცულობით. Santa Fe-ს ახალი, კუთხოვანი ფორმა მაქსიმალურად იყენებს სივრცეს, რის შედეგადაც საბარგულის ზომა მნიშვნელოვნად იზრდება.
ის ადვილად იტევს არა მხოლოდ ჩვეულებრივ ბარგს, არამედ რამდენიმე ეტლსა და სპორტულ აღჭურვილობას. ეს პრაქტიკულობა იმას ნიშნავს, რომ ბარგის ჩალაგებისას კომპრომისზე წასვლა აღარ მოგიწევთ – თქვენი ავტომობილი ყველა საჭირო ნივთს დაიტევს.
კომფორტი მგზავრობისას
გრძელი მგზავრობისას ოჯახის ყველა წევრი, განსაკუთრებით ბავშვები, საჭიროებენ გართობის საშუალებებს. Santa Fe აღჭურვილია უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემით, რომელიც მოიცავს დიდ, ინტეგრირებულ ეკრანებს.
ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ მძღოლის მიერ ნავიგაციისა და კონტროლის გამარტივებას, არამედ მგზავრების გართობასაც. USB პორტების სიმრავლე ყველა რიგში საშუალებას მოგცემთ რამდენიმე მოწყობილობა ერთდროულად შეაერთოთ ავტომობილებში. ეს კომფორტი კი ხელს უწყობს მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს მანქანაში.
გაუმჯობესებული გამავლობა
HTRAC სისტემის დამსახურებით Hyundai Santa Fe მარტივად გადის ნებისმიერ რელიეფს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. HTRAC დამოუკიდებლად აანალიზებს გზის ზედაპირს და საფარით გამოწვეული დაბრკოლებების დაძლევაში გეხმარებათ.
სისტემა სვლის 4 რეჟიმს მოიცავს (ეკო, კომფორტი, სპორტი და სმარტი).
ახალი სანტაფეს შესაძენად შეგიძლიათ “ჰიუნდაი საქართველოს” შოურუმს ეწვიოთ თბილისში, რუსთავსა და ქობულეთში.
ადგილზე შეგეძლებათ გაეცნოთ ავტომობილის ყველა კომპლექტაციის ტექნიკურ მახასიათებლებს, უსაფრთხოების ფუნქციონალსა და დიზაინს. ასევე შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ ტესტ-დრაივი ან ადგილზევე მოითხოვოთ ის.