გააზიარე

Hyundai Motor-ის ახალი კამპანია, რომელიც ორი მოდელის, STELLAR-ისა და SONATA-ს იუბილეს ეძღვნება

  • SONATA-ს 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოფენა გაიმართა. გარდა ამისა, ორი მოდელის, STELLAR-ისა და SONATA-ს იუბილეს საპატივცემულოდ  ჟურნალი გამოიცა. 
  • განახლებული 1988 წლის STELLAR-ისა და საარქივო მასალების წარდგენა სეულში, piknic-ის საგამოფენო სივრცეში შედგა. გამოფენის მიზანი Hyundai Motor-ის საშუალო ზომის სედანების ევოლუციის პროცესის გადმოცემა იყო. 
  • ჟურნალ RETRACE-ის მე-2 გამოცემა და პრეზენტაცია STELLAR-სა და SONATA-სთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს მიეძღვნა.

სეული, 2025 წლის სექტემბერი –  კომპანია Hyundai Motor-მა SONATA-ს 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც საშუალო ზომის სედანების,  STELLAR-ისა და SONATA-ს ისტორიულ განვითარებას მიეძღვნა.  როგორც გამოფენაზე, ასევე ჟურნალში მოთხრობილია კომპანიასა და მის მომხმარებლებს შორის ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ. 

1983 წლის STELLAR-ი პირველი მსუბუქი ავტომობილი იყო PONY-ს შემდეგ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ განვითარებას ჩაუყარა საფუძველი კორეულ ავტოინდუსტრიაში.  მოდელი SONATA პირველად 1985 წელს გამოჩნდა და STELLAR-ის გაუმჯობესებულ, უფრო მაღალი კლასის ვერსიად მოიაზრებოდა. რვა თაობის შემდეგ, ეს მოდელი Hyundai-ს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში გამოშვებულ მოდელად იქცა.   2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, STELLAR-ის და SONATA-ს მოდელების სულ 10 მილიონი ერთეული გაიყიდა, რაც განაპირობებს ამ მოდელების განსაკუთრებულ ადგილს ავტოინდუსტრიის ბაზარზე და აქცევს მათ პროგრესის და მუდმივი განვითარების სიმბოლოდ.

კამპანიის ფარგლებში Hyundai Motor-ი სპეციალურ გამოფენას,  picnik-ის საგამოფენო სივრცეში გამართავს, რომელიც სეულში, ნამსენის პარკის მახლობლად მდებარეობს. გამოფენის ნახვა 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის იანვრამდე იქნება შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სრულიად განახლებულია 1988 წლის STELLAR-ი (‘STELLAR 88’). ეს არის განსაკუთრებული მოდელი, რომელიც გამოშვებულია იმ ფაქტის აღსანიშნავად, რომ 1988 წელს Hyundai Motor-ი სეულში გამართული ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ავტომობილი გახდა. განახლებული მოდელი წარმოდგენილია საარქივო მასალებთან ერთად, რომლებშიც მოთხრობილია ამ მოდელის გავლენით SONATA-ს შექმნის ისტორია, რომელიც დღესდღეობით კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია მსოფლიოში.

გამოფენის სტუმრები გაეცნობიან Hyundai Motor-ის ისტორიას, მიიღებენ ინფორმაციას განახლებული STELLAR 88-ის შესახებ, ნახავენ ტექნიკურ ნახაზებს, კატალოგებს და სხვა ჩანაწერებს.  გამოფენაზე წარმოჩენილი იქნება ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც  Hyundai Motor-ს ბრენდის მომხმარებლებთან ჩამოუყალიბდა STELLAR-ის გამოჩენის, და შემდგომში SONATA-ს შექმნის შედეგად, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ბრენდის რეპუტაცია გლობალურ ბაზარზე.გამოფენის გარდა, Hyundai Motor-ი მალე საკუთარი ჟურნალის, RETRACE -ის მე-2 გამოცემას გამოუშვებს. RETRACE-ის ახალ გამოცემაში ,,STELLAR & SONATA“, აღწერილია ბრენდის მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტები, აგრეთვე მომხმარებლების ისტორიები და ხაზგასმულია მყარი ურთიერთობების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ჟურნალში ნახავთ 16 სხვადასხვა სტატიასა და ინტერვიუს, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი საშუალო ზომის სედანების განვითარების ისტორია და ტექნოლოგიური მიღწევები, აგრეთვე მოთხრობილია თუ რამდენად ღრმა ემოციური კავშირი აქვთ ამ ავტომობილების მფლობელებს თავიანთ ავტომობილებთან.  წიგნის პრეზენტაცია 18 ოქტომბერს, სეულში, Hyundai Motors-ის სტუდიაში გაიმართება.

ექსკლუზიური მოდელების STELLAR-ისა და SONATA -ს შეძენა გამოფენის განმავლობაში  piknic-ის საგამოფენო სივრცეში, Hyundai Motorstudio-ს ზოგიერთ მაღაზიაში (კოიანი, სეული, პუსანი) და Hyundai Collection-ის ოფიციალურ ვებგვერდზე (ბმული) იქნება შესაძლებელი. ყოველივე ეს კამპანიის ფარგლებში ხორციელდება და მომხმარებლებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა Hyundai Motor-თან ერთად აღნიშნონ ეს მნიშვნელოვანი მომენტი.

მსგავსი სიახლეები