გააზიარე

Hyundai Motor-მა დაჯილდოებაზე IDEA 2025 ჯილდო დაიმსახურა და ინოვაციური დიზაინის დარგში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა

  • Hyundai Motor-მა დიზაინის საერთაშორისო კონკურზე IDEA 2025 8 ჯილდო მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში: ,,ავტომობილები და სატრანსპორტო საშუალებები”, ,,გარემო”, ,,კომერცია და ინდუსტრია” და ,,მომსახურების დიზაინი”.
  • IONIQ 9-ის, სრულიად ახალი მოდელების PALISADE-სა და INITIUM-ის, ჭკვიანი ფერმის (CX  Smart Farm), რესტორნის (Na Oh), სამხრე რობოტის (X-ble Shoulder) და ავტომატურად დატენვადი რობოტის (ACR) ამგვარი აღიარება ხაზს უსვამს Hyundai Motor-ის პროდუქტების ინოვაციურ დიზაინს და ბრენდის მრავალმხრივ ღირებულებებს. 
  • დაჯილდეობა  IDEA-ზე უკანასკნელი გამარჯვებით Hyundai Motor-ი იქცა ბრენდად, რომელმაც აღიარება მსოფლიოს უმნიშნალოვანეს ოთხ დიზაინის კონკურსზე მოიპოვა და კვლავ დაამტკიცა თავისი კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე.

სეული, 2025 წლის 22 სექტემბერი  –  კომპანია Hyundai Motor-მა ინოვაციური დიზაინის მქონე პროდუქტებისთვის მოწონება კიდევ ერთელ დაიმსახურა და პრესტიჟულ დიზაინის კონკურსზე –  International Design Excellence Awards (IDEA)  8 ჯილდო მოიპოვა.

დაჯილდოება EDA 1980 წელს, ამერიკის ინდუსტრიული დიზაინერების საზოგადოების (IDSA) მიერ დაარსდა და დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინის კონკურსია. ყოველ წელს, კომპანია მნიშვნელოვან მიღწევებს აღნიშნავს დიზაინის დარგში.  

,,ჩვენთვის დიდი პატივია  IDEA-ს დაჯილდოებაზე ამგვარი აღიარების მოპოვება.  ეს ხაზს უსვამს ჩვენს მონდომებას შევქმნათ არა მხოლოდ ინოვაციური დიზაინის მქონე სატრანსპორტო საშუალებები, არამედ პროდუქტები, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურობას უმარტივებს და ცხადყოფს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საზოგადოების მიმართ გაგვაჩნია” – ამბობს სანგიუპ ლი, Hyundai Global Design Center-ის და Genesis Global Design-ის აღმასრულებელი პრეზიდენტი და ხელმძღვანელი.  ,,ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ გავაუმჯობესოთ ჩვენი ავტომობილების, სხვადასხვა სივრცეების და მომსახურებების დიზაინი”.

საავტომობილო და სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიაში, Hyundai Motor-მა ბრინჯაოს ჯილდო თავისი დიდი ზომის, ელექტრო სპორტული უნივერსალისთვის (IONIQ 9) დაიმსახურა, ხოლო პრემიუმ-კლასის სპორტული უნივერსალი, ახალი PALISADE და წყალბადის ძრავაზე მომუშავე ელექტრო ავტომობილი INITIUM-ი ფინალისტებად დასახელდნენ.

კატეგორიაში ,,გარემო”, სინგაპურში მდებარე Hyundai Motor-ის ინოვაციების ბაზაზე არსებულმა ჭკვიანმა ფერმამ (CX Smart Farm) ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მდებარე რესტორანი Na Oh ფინალისტად დასახელდა.  ორივე პროექტი ხაზს უსვამს Hyundai Motor-ის სიღრმისეულ გამოცდილებას ბრენდის დიზაინისა და მარკეტინგის დარგში და წარმოადგენს ინოვაციური სივრცული დიზაინისა და ბრენდის მრავალმხრივი ღირებულებების კარგ მაგალითს მიუხედავად იმისა, რომ ისინი საწარმოს ტერიტორიაზე მდებარეობს. 

ჭკვიანი ფერმა CX Smart Farm, მსოფლიოში პირველი ინტერექტიული, რობოტულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებჯული ფერმაა, რომელმაც აგრეთვე კურატორის ჯილდოც დაიმსახურა, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთ პროდექტს გადაეცემა.  ეს Hyundai-ს უკვე მეორე გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც 2024 წელს ჯილდო თავისი წიგნისთვის, Hyundai Heritage: Retrace Collection Book ‘PONY’, მოიპოვა.

კომერციისა და ინდუსტრიის დარგის კატეგორიაში Hyundai Motor-ისა Kia-ს რობოტიკის ლაბორატორიის მიერ შექმნილი ინდუსტრიული სამხრე რობოტი (X-ble Shoulder) ფინალისტად დასახელდა.   გარდა ამისა, ავტომატურ დატენვადი რობოტი (ACR) ფინალისტად დასახელდა საუკეთესო დიზაინის მომსახურების კატეგორიაში.

დაჯილდეობა IDEA-ს გარდა, Hyundai Motor-მა  ჯილდოები ოთხივე ყველაზე მნიშნელოვან საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე დაიმსახურა, ესენია : iF Design Award, Red Dot Design Award და Good Design Award.

მსგავსი სიახლეები