გააზიარე

5 რამ, რაც ავტომობილის ტესტ-დრაივზე აუცილებლად უნდა შეამოწმო

ავტომობილის შეძენის პროცესში, ტესტ-დრაივი არ არის მხოლოდ მართვის პირველი გამოცდილება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოცდა ავტომობილისთვის. 

თუ გსურთ, რომ თქვენი ინვესტიცია ავტომობილში წარმატებული იყოს, ტესტ დრაივის პროცესში აუცილებლად შეამოწმეთ შემდეგი 5 ელემენტი: 

1. რამდენად ერგება ავტომობილი თქვენი სხეულის პროპორციებს

სანამ ავტომობილს დაძრავთ, შეამოწმეთ, რამდენად კომფორტულად თავსდებით ავტომობილში. ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. აუცილებლად დაარეგულირეთ სავარძელი და საჭე თქვენს სიმაღლეზე და შეეცადეთ იპოვოთ მართვის იდეალური პოზიცია – ეს უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და ზუსტი პროცესი. 

პარალელურად შეამოწმეთ ხილვადობაც – უკანა და გვერდითი სარკეების გარდა, ყურადღება მიაქციეთ გვერდითა სვეტებს, რათა ე.წ. ბრმა ზონები არ შეიქმნას. ეს უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს ქმნის. 

2. გადაცემათა კოლოფის გამართულობა

მანქანის სიმძლავრე მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გადადის ეს სიმძლავრე გზაზე და როგორ რეაგირებს მანქანა თქვენს ბრძანებებზე. ამიტომ, ტესტ დრაივისას აუცილებლად სცადეთ სწრაფი აჩქარება, მაგალითად, მაგისტრალზე გასვლისას, რათა შეაფასოთ, რამდენად სწრაფად იღებს ავტომობილი სიჩქარეს და ხომ არ არის ძრავა ზედმეტად ხმაურიანი ამ დროს. 

ამისათვის უნდა შეამოწმოთ რამდენად მარტივია სიჩქარის გადართვა – ავტომობილი არ უნდა გამოსცემდეს უეცარ ბიძგებს და არ უნდა გიტოვებდეთ ისეთ შეგრძნებას, თითქოს მანქანა სიჩქარის ცვლილებას დიდხანს ანდომებს.  

3. სიჩქარის შემზღუდველები და ორმოები

ტესტ-დრაივისას მოძებნეთ მონაკვეთი, სადაც პატარა ორმოები ან სიჩქარის შემზღუდველებია, რათა შეამოწმოთ, რამდენად რბილად გადის ავტომობილი ასეთ მონაკვეთებს.

მოუსმინეთ ავტომობილის ხმას მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას. არ უნდა ისმოდეს ქარის, საბურავების ან ძრავის შემაწუხებელი ხმაური, რადგან ხმის იზოლაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კომფორტული მგზავრობისთვის. 

4. მუხრუჭების ეფექტურობა 

მუხრუჭები უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. სცადეთ დამუხრუჭება როგორც დაბალი, ისე საშუალო სიჩქარით, რათა შეამოწმოთ, რამდენად სწრაფად და ზუსტად ჩერდება მანქანა. 

ავტომობილი უცნაურ ხმას არ უნდა გამოსცემდეს დამუხრუჭებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სამუხრუჭე სისტემის პრობლემაზე მიუთითებს. 

5. მულტიმედია ტექნოლოგიები და მათი კონტროლი

თანამედროვე ახალი ავტომობილები, განსაკუთრებით “ჰიუნდაის” მოდელები მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალით გამოირჩევა. ტესტ-დრაივისას კი აუცილებლად უნდა შეამოწმოთ რამდენად მოსახერხებელია მათი გამოყენება მართვისას. 

სცადეთ შეცვალოთ რადიოსადგური ან კლიმატკონტროლის პარამეტრები მართვის დროს მულტიმედია სისტემის გამოყენებით – ეკრანი უნდა იყოს ინტუიციურად სამართავი, სწრაფი და ხილვადი მზის პირდაპირ სხივებშიც კი. 

ასევე დააკვირდით, სად მდებარეობს ძირითადი ფუნქციების ფიზიკური ღილაკები (ფარები, სარკეების რეგულირება) – მათი პოვნა და გამოყენება უნდა იყოს მარტივი და სწრაფი პროცესი. 

საბოლოო ჯამში, ავტომობილის ტესტ-დრაივი იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ შეამოწმოთ ყველა ძირითადი ფუნქციის მუშაობა ავტომობილის მართვისას. 

“ჰიუნდაის” ცენტრში ტესტ-დრაივი ჩვენი ვებსაიტიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასურველი ავტომობილისთვის ან ადგილზევე მოითხოვოთ.

მსგავსი სიახლეები