მასაჩუსეტის შტატში, Boston Dynamics-ის სათაო ოფისის მახლობლად, რობოტი მოხერხებულად ახარისხებს ყუთებს და კონვეირის ლენტაზე ათავსებს. იქვე, ოთხფეხა რობოტი ქვიან გზაზე გადაადგილდება, აღებს კარს და მიუხედავად მასზე მოქმედი გარე ძალებისა ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩერდება – ეს მარტივია ადამიანისთვის, რობოტისთვის კი საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. იქვე, გვერდზე ოთახში, ჰუმანოიდის მსგავსი რობოტი იატაკიდან ცოცხალი ადამიანის მსგავსად დგება.
საინჟინრო და დიზაინის დარგის ამგვარი მიღწევები ხაზს უსვამს ავტონომიური რობოტული ტექნიკის ტრანსფორმაციის პოტენციალს. Hyundai Motor Company (Hyundai Motor) და Boston Dynamics-ი – Hyundai Motor Group-ის შვილობილი კომპანიებია, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რათა ეს უსაზღვრო პოტენციალი რეალობად აქციონ და მომავალში, სამუშაო გარემოში რობოტების ჩართულობის პრაქტიკა დანერგონ.
ამ ყოველივეს მიზანი ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა, რომელშიც რობოტები და ადამიანები ერთად, ყოველგვარი სირთულის გარეშე მუშაობენ. რობოტები ასრულებენ მონოტონურ, სახიფათო ან ფიზიკურად რთულ სამუშაოს, ხოლო ადამიანებს რჩებათ დრო კონცენტრირდნენ ისეთ დავალებებზე, რომლებიც კრეატიულობასა და ინოვაციურ მიდგომას საჭიროებს.
ადამიანური რესურსების კუთხით, ამ ტრანსფორმაციას ხელმძღვანელობს Hyundai Motor Company-ს ადამიანური რესურსების მართვის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და ვიცე პრეზიდენტი, ჰე ინ კიმი, რომელიც თვლის, რომ მომავალში რობოტები არა მხოლდ ხელს შეუწყობენ პროდუქტიულობის ზრდას, არამედ მეტად უსაფრთხო და მდგრადი სამუშაო გარემოს შექმნას.
ეს ხედვა რეალობად Boston Dynamics-ში უკანასკნელი ვიზიტისას იქცა, სადაც ავტონომიური რობოტების დემონსტრაცია გაიმართა, მათ შორის იყვნენ რობოტები Spot-ი, Atla-ი და Stretch-ი. გარდა ამისა, გაიმართა სიღრმისეული დისკუსიები რობოტული ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო ადგილების განვითარების შესახებ. ამ ღონისძიებამ ხაზი გაუსვა ადამიანური რესურსების დარგში ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანების მნიშვნელოვან როლს ზემოაღნიშნული ცვლილებების მართვის და სამუშაო ადგილებზე ავტონომიური რობოტული ტექნიკის ინტეგრაციის პროცესში.
კადრების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის გზა
ახლა საუკეთესო დროა სამუშაო ძალისა და რობოტული ტექნიკის ინტეგრაციისათვის. სამუშაო ძალის დაბერებისა და პანდემიის შემდგომი უარყოფითი გავლენების გამო, სირთულეების წინაშე დგას ისეთი დარგები, როგორიცაა ლოგისტიკა, წარმოება და ავტოინდუსტრია.
სტრატეგიის დარგში Boston Dynamic-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა, მარკ ტირმანმა ხაზი გაუსვა ,,ავტონომიური მობილური რობოტების” არსებობის საჭიროებას, რომლებიც მოქნილი და გამოსაყენებლად მარტივია და შეუძლიათ არსებულ ობიექტებში გადაადგილება მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გარეშე.
მარკ ტირმანის თანახმად, მიზანი ისეთი რობოტების შექმნაა, რომლებიც შეძლებენ ადამიანების სამუშაოს შესრულებას – შეძლებენ გადაადგილდნენ კომპლექსურ გარემოში და ადამიანის მსგავსი სიზუსტით მოექცნენ სხვადასხვა საგნებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონცეფციის სრულყოფილი განვითარებისთვის კიდევ 10 წელია საჭირო, კომპანია Boston Dynamics-მა უკვე მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.
მაგალითად, Spot-ის ტიპის რობოტები რევოლუციას ახდენს სხვადასხვა სფეროში, რამდენადაც ითავსებს პრევენციულ საქმიანობას და გადაადგილდება სახიფათო ადგილებში. რობოტი Stretch-ი კი ადმიანებს ფიზიკურ დატვირთვას უმსუბუქებს და ისეთ შიდა, სასაწყობე სამუშაოებს ასრულებს, როგორიცაა პროდუქციის შერჩევა და განთავსება. ამგვარი ინოვაციების წყალობით, შესაძლებელია სრულიად გარდაიქმნას რთული ფიზიკური სამუშაოების შესრულების სტანდარტრი,სტანდარტი, სამუშაო ადგილები კი მეტად ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული გახდეს.
რობოტული ინოვაცია და უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილები
Boston Dynamics-ის სამივე ფლაგმანური რობოტი სამუშაო ადგილზე არსებული კონკრეტული გამოწვევის გადასალახადაა შექმნილი:
• რობოტი Spot: რობოტი Spot-ი უფრო მეტად ისეთ სახიფათო პირობებში ოპერირებს, როგორებიცაა ატომური ობიექტები, რობოტი ამოწმებს აბ ობიექტებს და აღმოაჩენს საფრთხეებს. ისეთ საწარმოებში, როგორიცაა Hyundai Motor Group Metaplant America (HMGMA), რობოტი ატარებს ინსპექციას არასამუშაო საათებში, აღწერს საწარმოში არსებული მნიშვნელოვან ინფორმაციას და გამოავლენს იმ პრობლემებს, რომელთა დროული აღმოფხვრა შეფერხებების პრევენციას ახდენს.
• რობოტი Stretch: რობოტი შექმნილია სასაწყობო ოპერაციებისთვის და ამარტივებს ფიზიკურად რთული დავალებების შესრულებას, რაც განაპირობებს თანამშრომლების მიერ მიღებული ტრავმების რიცხვის შემცირებას. ტირმანის თანახმად, დასაქმებულთა დიდი ნაწილი რობოტს სამუშაო ადგილზე სტრესის შემცირების ეფექტიან საშუალებად მოიაზრებს.
• რობოტი Atlas: ეს ჰუმანოიდური რობოტი ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია. მას შეუძლია ისეთი კომპლექსური დავალებების შესრულება, რომლებიც მოხერხებულობას და ადაპტაციის უნარს საჭროებს, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მომავალი, რომელშიც ადამიანები და რობოტები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.
რობოტული ტექნიკის სამუშაო ადგილებში დანერგვით მიღებული მოსალოდნელი სარგებელი აშკარაა. Spot-ის შესაძლებლობამ შეამოწმოს სამუშაო გარემო სხვადასხვა პირობებში, იქნება ეს სრიალა იატაკი თუ საწარმო სივრცე, მნიშვნელოვნად შეამცირა ხელსაწყოების გაუმართაობის შედეგად სამუშაო პროცესის შეჩერების დრო. Spot-ი წარმოადგენს იმის დასტურს, რომ რობოტულ ტექნიკას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია მრავალ სფეროში, მისი მიზანი არა ადამიანების ჩანაცვლება, არამედ მათთვის კომფორტის შექმნაა. პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის წყალობით, კომპანიებს შეუძლიათ სამუშაო პროცესის შეწყვეტით წარმოშობილი დიდი ხარჯები შეამცირიონ და შეინარჩუნონ უწყვეტი და უხარვეზო სამუშაო პროცესი.
რობოტული ტექნიკის ინტეგრაციის ადამიანური მხარე
მიუხედავად რობოტების უზადო შესაძლებლობებისა, სამუშაო ადგილზე რობოტული ტექნიკის დანერგვის ეფექტიანობას სწორედ ადამიანებსა და რობოტებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს. მაგალითად, ავტონომიური რობოტები HMGMA-ის და HMGICS-ის გამოყეება წარმოადგენდა არა მხოლოდ ტექოლოგიურ განვითარებას, არამედ კულტურულ ტრანსფორმაციას. სწორედ ამიტომ, შეუფასებელია ადამიანების რესურსების მართვის დარგში მომუშავეთა როლი, რათა უზრუნველყონ დასაქმებულთა მზაობა ახალი სამუშაო გარემოსთვის.
ორგანიზაციებმა უნდა შეცვალონ ხელმძღვანელობის სტილი და თანამშრომლებს აუხსნან სამუშაო ადგილზე რობოტული ტექნიკის დანერგვის უპირატესობები.
Hyundai Motor Company-ს მუდმივი წარმატება Red Dot Award კონკურსზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ბრენდისა და კომუნიკაციის სრულყოფილებას, რაც აჩვენებს მის კრეატიულობას საავტომობილო სივრცის მიღმა მომხმარებელთა წინაშე მდგარ სხვადასხვა მედიაში. ამ ინიციატივების საშუალებით, ბრენდმა შეძლო ინოვაციებისადმი გამოეხატა თავისი ერთგულება და ხედვა „პროგრესი კაცობრიობისთვის“ .
ჰე ინ კიმი
Hyundai Motor Company-ს ადამიანური რესურსების მიმართულების აღმასრულებელი ოფიცერი და ვიცე პრეზიდენტი.
Boston Dynamics-ი სწორედ ამ ცვლილებების სირთულეების გარეშე დანერგვაზე მუშაობს და კომპანიებს ურჩევს სამუშაო ადგილებზე თავდაპირველად დანერგონ მეგობრული რობოტი Spot-ი, რომელიც ოთხფეხა მეგობარს მოგაგონებთ. მას შემდეგ, რაც დასაქმებულები Spot-ის არსებობას ეჩვევიან, ადამიანისა და რობოტის ერთობლივი საქმიანობა მალევე ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, რაც ხაზს უსვამს, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში რობოტების ინტეგრაცია წარმატებითაა შესაძლებელი.
კიდევ ერთი რამ, რის გაკეთებაც ადამიანის რესურსების სფეროში დასაქმებულებს შეუძლიათ თანამშრომელთა მომზადებაა რობოტებთან მუშაობისთვის. Boston Dynamics-ი აგრძელებს Hyundai Motor-ის დახმარებას სამუშაო ძალის მომზადების პროცესში და სთავაზობს ,,რობოტული ტექნიკის სპეციალისტის” სასწავლო პროგრამებს და უწევს კონსულტაციას რობოტულ ტექნიკაზე მორგებული სამუშაო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით.
რობოტული ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო სივრცეების მომავალი
Hyundai Motor Group-მა უკვე დანერგა რობოტული ტექნიკა კომპანიის საქმიანობაში და დაგვანახა, თუ როგორ შეუძლია ადამიანზე მორგებულმა რობოტულმა ტექნიკამ გარდაქმნას სამუშაო გარემო ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:
• უსაფრთხოება და მდგრადობა: რობოტი Spot-ის მიერ ჩატარებული შემოწმებები ადამიანისთვის რთულად მისაწვდომ ადგილებში და რობოტი Hyundai Safety Inspection Robot-ის მუშაობა HMGICS-ში ამცირებს სამუშაო ადგილზე წარმოქმნილ შესაძლო რისკებს და უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას. ისეთი სატარებელი რობოტული ტექნიკა, როგორიცაა Hyundai и Kia Robotics Lab X-ble Shoulder, დამატებით იცავს დასაქმებულებს და ამცირებს ტრავმის მიღების რისკს, ამავდროულად ეხმარება მათ რთული დავალებების შესრულებაში.
• უფრო ეფექტური საქმიანობა: ისეთი ავტონომიური რობოტები, როგორიცაა Hyundai WIA-ს პარკირებისას დამხმარე რობოტი (Parking Robot) ახდენს პროცესების ოპტიმიზაციას და მაქსიმალურად ითვისებს არსებულ საპარკინგე ადგილებს, ხოლო Robotics Lab-ის რობოტი ფოსტალიონი (Delivery Robot), ეფექტურად გადაადგილდება საფოსტო ოფისებში, რაც ზრდის თანამშრომლების ეფექტურობას.
• კომპლექსური გადაწყვეტილებები: ჯგუფი მუშაობს რობოტული ტექნიკის კომპლექსურ მოდელზე ,,Robotics Total Solution”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანებისა და რობოტების ერთობლივ საქმიანობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლოგისტიკა და უძრავი ქონების მართვა. ამ მიზნისკენ სვლის პროცესში ფასდაუდებელია Boston Dynamics-ის წვლილიც.
• ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტული ტექნიკა: რობოტული ტექნიკის ლაბორატორია ,,Robotics Lab”-ი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა უზრუნველყოს შეუფერხებელი კოორდინაცია რობოტებს და ადამიანებს შორის, რაც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციას და მინიმუმამდე ამცირებს შეფერხებების რიცხვს.

რობოტული რევოლუცია
სამუშაო სივრცეებში რობოტული ტექნიკის დანერგვა სარგებლის მომტანია არა მხოლოდ ეფექტურობის ან დანაზოგების ზრდის კუთხით, არამედ ხელს უწყობს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც უმთავრესი ღირებულებები უსაფრთხოება, მდგრადობა და ადამიანური რესურსია. ჯგუფის მომავლის ხედვა, სადაც ადამიანები და რობოტები ერთობლივად მუშაობენ წარმოადგენს ჩვენი მისიის, გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი ინოვაციების გამოყენებით, ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს.
ცხადია, რომ ადამიანური რესურსების სფერო დიდი ხანია ცდება ტრადიციულ საზღვრებს – Hyundai-ში ეს მოიაზრებს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც ადამიანები და ტექნოლოგიები ერთობლივად, შეუფერხებლად მუშაობენ. შესაძლოა ტრადიციული სამსახურეობრივი პოზიციები მომავალში ისეთმა პოზიციებმა ჩაანაცვლოს, როგორიცაა ,,პერსონალის ინტეგრაციის ოფიცერი” ან ,,სამუშაო გარემოს დაგეგმარების ოფიცერი”, რაც ხაზს უსვამს, რომ ადამიანური რესურსების მართვის დარგი იცვლება და სულ უფრო მეტად მოიცავს რობოტული ტექნიკის და ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს.
ამგვარი ცვლილებები, რომელსაც სათავეში ისეთი კომპანიები უდგას, როგორიცაა Hyundai Motor და Boston Dynamics ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა უკვე გარდაქმნილ სამუშაო სივრცეებში შეძლონ საქმიანობის განხორციელება.