გააზიარე

ახალი Hyundai Palisade Hybrid – მაღალი გამავლობის SUV, რომელიც საწვავს დაგიზოგავთ

Hyundai Palisade ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი ზომის სალონით, კომფორტით და უსაფრთხოებით, რის გამოც ის ოჯახებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს.

 “ჰიუნდაი საქართველოს” შოურუმში ამჟამად განახლებული Palisade წარმოდგენილი ჰიბრიდული ძრავითა წარმოდგენილი. მოდელის მთავარი უპირატესობა მისი ეკონომიურობაა. ამ ბლოგპოსტში კი მოდელის დიზაინზე, უსაფრთხოების ფუნქციონალსა და ტექნიკურ მახასიათებლებზე ვისაუბრებთ. 

რა განასხვავებს Palisade Hybrid-ს სტანდარტული მოდელისგან?

ახალი მოდელი, რომელიც პირველად ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე წარადგინეს, სტანდარტული Palisade-სგან ძრავისა და ტრანსმისიის უნიკალური კომბინაციით განსხვავდება. 

სტანდარტული მოდელი აღჭურვილია 3.8-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 262 ცხენის ძალას შეადგენს. ხოლო, ჰიბრიდული ვერსია კი აღჭურვილია 2.5-ლიტრიანი ტურბო-ძრავით, რომელსაც ელექტროძრავა ეხმარება, რაც ჯამში გაცილებით მაღალ სიმძლავრესა და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს.  

ახალი მოდელი ძველისგან დიზაინითაც განსხვავდება – ახალ Palisade Hybrid-ს ცხაურის ფორმა აქვს შეცვლილი. ასევე განსხვავდება LED ფარების დიზაინიც. ისინი ჰიბრიდულ მოდელში მეტად მართკუთხა ფორმისაა. 

შეგახსენებთ, რომ “ჰიუნდაი ავტო საქართველო” როგორც ავტომობილზე 5-წლიან გარანტიას გთავაზობთ. 

ტექნიკური მახასიათებლები

E-Comfort Drive – ეს ტექნოლოგია აერთიანებს e-Ride Gen 1-სა და e-Ride Gen 2-ს. e-Ride Gen 1-ის დახმარებით, სიჩქარის ბარიერებზე გადავლისას ავტომობილი ნაკლებად ყანყალებს, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. e-Ride Gen 2 ფუნქცია კი უზრუნველყოფს, რომ აჩქარებისას მძღოლმა ნაკლები რხევა იგრძნოს, რაც მგზავრობას უფრო რბილსა და კომფორტულს ხდის.

E-Dynamic Drive – ეს სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ სტაბილურობას მოსახვევებში. ის ამცირებს მოცურების რისკს და აუმჯობესებს მოჭიდებას.

ელექტრომობილის მსგავსი ფუნქციები – ავტომობილის საბარგულიდან შეგიძლიათ გარე მოწყობილობები დატენოთ, რაც ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია. 

სავარძლების კომფორტი – მეორე და მესამე რიგის სავარძლები აღჭურვილია მასაჟის ფუნქციით, რაც ამცირებს დაღლილობას გრძელი მგზავრობის დროს.  ასევე შესაძლებელია მათი დისტანციურად მართვა და დაკეცვაც კი – ეს საშუალებას მოგცემთ სივრცე საბარგულად გამოიყენოთ. 

Digital Key 2.0 და თითის ანაბეჭდის იდენტიფიკაცია – Hyundai Palisade Hybrid-ის გაღება, დაქოქვა და ჩაკეტვა შესაძლებელია თითის ანაბეჭდის გამოყენებით, რაც ზრდის უსაფრთხოებასა და მოხერხებულობას. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Android ან iOS სმარტფონი, ან NFC, BLE და UWB ტექნოლოგიების მქონე ჭკვიანი საათი, რომ მანქანა გააღოთ, დაქოქოთ ან ჩაკეტოთ.

12.3 დიუმიანი სენსორული მონიტორი – მონიტორი ავტომობილის კომფორტულად მართვისთვის ყველა საჭირო ფუნქციონალს აერთიანებს. 

BOSE-ის პრემიუმ აუდიო სისტემა – ინტერიერში დამონტაჟებულია Bose-ის აუდიო სისტემა, რომელიც 14 დინამიკს მოიცავს და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ჟღერადობას.

360 გრადუსიანი ხედვის კამერა –  ეს სისტემა რამდენიმე კამერას იყენებს იმისთვის, რომ სრული გამოსახულება შექმნას. ის საუკეთესო საშუალებაა პარკირებისას, უკუსვლით მოძრაობისას და ვიწრო სივრცეებში მანევრირების დროს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შეჯახების რისკს. 

უხილავი ზონის ჩვენება საინფორმაციო დაფაზე – ის გვერდითა კამერას იყენებს და მოხვევისას მძღოლს შესაბამისი მხარის უზილავ ზონებს უჩვენებს. ეს დამატებით ვიზუალურ ინფორმაციას იძლევა ზოლის შეცვლისას, რადგან უხილავ ზონაში მოძრავი მანქანის შემჩნევა გაცილებით მარტივი ხდება. 

საბოლოო ჯამში, ახალი Hyundai Palisade Hybrid თავისი დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც სურთ SUV ტიპის ახალი ავტომობილები შეიძინონ.

სასურველი ავტომობილის შესარჩევად და ტესტ დრაივისთვის, ეწვიეთ ჩვენს შოურუმს დავით აღმაშენებლის ხეივანში.

მსგავსი სიახლეები